მემორიალები, საპროტესტო აქციები და გლოვა – ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმიდან ერთი თვე გავიდა

ებრაული სახელმწიფოს ისტორიაში ყველაზე საშინელი თავდასხმიდან ერთი თვის აღსანიშნავად, ებრაელებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით მიიღეს მონაწილეობა ღამისთევაში, მემორიალურ შეკრებებში, ლოცვებსა და საპროტესტო აქციებში.

დაახლოებით 1,400 ადამიანი მოკლეს სამხრეთ ისრაელში მას შემდეგ, რაც „ჰამასის“ ტერორისტებმა 7 ოქტომბერს, გამთენიისას საზღვარი დაარღვიეს, ღაზას მახლობლად მდებარე თემები გაანადგურეს და მუსიკალურ ფესტივალზე დამსწრეები დახოცეს, ასევე – ტყვედ წაიყვანეს, სულ მცირე, 245 ადამიანი.

ორშაბათის მდგომარეობით, მხოლოდ 736 მშვიდობიანი მოქალაქისა და უშიშროების ძალების 348 წევრის ცხედარია დაკრძალული.

ხელისუფლება აცხადებს, რომ იდენტიფიცირებულია კიდევ 100 ცხედარი, სხვა ნეშტები იდენტიფიცირების პროცესშია, ხოლო ათობით ებრაელი კვლავ „დაკარგულად“ მიიჩნევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები