ზუგდიდში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 8 წლის ბავშვი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე არასრულწლოვანს მაშინ დაეჯახა, როდესაც ის ქუჩის გადაკვეთას ცდილობდა.
დაშავებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას ყბა-სახის დაზიანებები აღენიშნება და მდგომარეობა სტაბილურია.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.