იაკობ ჯუღაშვილის ტყვეობა და სტალინის დამოკიდებულება შვილთან
1941 წლის 16 ივლისს ჰიტლერს საიდუმლო შეტყობინება გადასცეს. ვიტებსკთან ახლოს, საბჭოთა ჯარების რამდენიმე პოლკის ტყვედ აყვანის შემდეგ, ერთი სამხედრო ამბობდა, რომ ის იოსებ სტალინის შვილი იყო. როგორც ამბობენ, იმ დღეს ბერლინში ბევრი შამპანური დაილია.
იაკობ ჯუღაშვილის დაკითხვის ოქმი შემონახულია. ორმაგად საინტერესოა ეს ოქმი, რადგან ჩანს საბჭოთა ჯარების მზაობაც და იაკობის ნატურაც (ძალიან ტრაგიკული ადამიანი ყოფილა).
იმ დღეს, როცა იაკობი ტყვედ ჩავარდა, ჟუკოვმა დაშიფრული ტელეგრამა გააგზავნა ფრონტის წინა ხაზზე, ეცნობებინათ სადაა მეთოთხმეტე სატანკო დივიზიის ლეიტენანტი იაკობ იოსების ძე ჯუღაშვილი. იაკობთან ერთად ტყვედ ჩავარდნილი ვინმე ლიპარიძემ თქვა, რომ ალყიდან გამოსვლისას საბუთები სოფელში ჩამარხეს და უკვე საბჭოთა ჯარების მხარეს ნისლში დაეკარგათ ერთმანეთი, რომ “წესით” იაკობი სადღაც აქაა და გამოჩნდება.
18 ივლისს ფრონტის წინა ხაზიდან მოსკოვში დეპეშა გაიგზავნა, სადაც ადასტურებდნენ, რომ ჯუღაშვილმა თავი დააღწია ტყვეობას. სინამდვილეში, საბჭოთა დაზვერვას უკვე ჰქონდა ინფორმაცია, რომ იაკობი ტყვედაა და ის უკვე ორჯერ დაკითხეს კიდეც.
20 ივლისს, გერმანიის რადიო მაუწყებლობამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ნაცისტურმა ჯარმა, კერძოდ, ფელდმარშარმა ფონ კლიუგემ, ბლიცკრიგის დროს ტყვედ აიყვანა საბჭოთა ბელადის შვილი და რომ გამარჯვება სულ ახლოს, აგერ, ერთი ხელის გაწვდენაზეა.
15 აგვისტოს, საბჭოთა გაზეთებში წერდნენ როგორ იბრძვის ფრონტის ხაზზე იაკობი, როგორ ჟუჟავს მტერს და როგორ აჯოლდოვებენ მას სხვადასხვა ორდენით. ცხადია, ეს იყო საინფორმაციო ომის ნაწილი და ორივე მხარე ამ ისტორიას სათავისოდ იყენებდა.
მალე ნაცისტურ პრესაში, დაიბეჭდა რამდენიმე კითხვა-პასუხი იმ 150 შეკითხვიდან, რომელიც იაკობს დაუსვეს მაიორმა გიოლტესმა და კაპიტანმა როიშლიმ.
დაითხვის ეს ოქმი ძალიან საინტერესოა და რაღაც მომენტში ქართული ხასიათიც ჩანს – იაკობი თავდაჭერილი, მართალი და ალალია.
მის დაკითხვის ოქმს წინ უსწრებს განმარტებითი ბარათი: “მე, იაკობ იოსების ძე ჯუღაშვილი, დაბადებული 1908 წლის 18 მარტს, ბაქოში, ვადასტურებ, რომ ვარ საბჭოთა კავშირის ბელადის, იოსებ სტალინისა და მისი პირველი ცოლის, ეკატერინე სვანიძის შვილი და ა.შ.)
იაკობმა, როგორც დაკითხვიდან ჩანს, საერთოდ არ იცოდა რა ვითარება იყო ფრონტის წინა ხაზზე. ოფიცრებმა არ იცოდნენ რუკის ხმარება და მეტიც, მათ საერთოდ არ ჰქონდათ რუკა, მაგრამ ჰქონდათ ინსტრუქცია, რომ ტყვედ ჩავარდნის საშიშროებისთანავე, თვითმკვლელობით დაესრულებინათ სიცოცხლე.
იაკობი ჰყვება, როგორ უაზროდ წარმართავს ბრძოლას საბჭოთა მხარე, რომ გერმანელების წარმატების მიზეზი არა მხოლოდ მათი სიძლიერე, არამედ საბჭოელების მოუწესრიგებლობაა – ჯარისკაცებს პირდაპირ საარტილერიო ცეცხლის ხაზზე აყენებენ და საზარბაზნე ხორცივით ვართო.
შემდეგ გიოლტესი სვამს კითხვას: მას შემდეგ, რაც ჩვენი შეიარაღება ნახეთ, კიდევ ფიქრობთ, რომ საბჭოთა ჯარს შანსი აქვს გამარჯვების? ჯუღაშვილი პასუხობს, რომ მას არაფერი განსაკუთრებული არ უნახავს და რომ სჯერა საბჭოთა ხალხის თავდადების და რომ “ბრძოლა კიდევ წინაა!”.
როიშლი კითხულობს: იცნობთ ნაცისტური გერმანიის იდეოლოგიას? რა იცით სიონისტური ძალების შესახებ? იცით, რომ საბჭოთა მმართველობაში ახლა პროცესებს ებრაელები მართავენ?
იაკობი პასუხობს, რომ სისულელეა და რომ რუს ხალხს გერმანელებზე მეტად და ორგანულად სძულს ებრაელები და რომ ეს გენეტიკურ დონეზე აქვთ; (ეს ძალიან ნიშანდობლივი მომენტია და ვეთანხმები) რომ საბჭოთა კავშირში ბოშები და ებრაელები ორგანულად სძულს ყველას, რადგან მათ მუშაობა არ უნდათ, ხოლო ვაჭრობა აკრძალულია და რომ იქაური ბოშები და ებრაელები ომამდეც ამბობდნენ, თითქოს გერმანიაში ცხოვრება ურჩევნიათ, რადგან “ურტყამენ, მაგრამ ვაჭრობის ნებას მაინც რთავენო!”
“- იცით რომ მამათქვენის მეორე ცოლიც ებრაელია?
– სისულელეა!
– იცით, რომ დედათქვენის გვარზეც ამბობენ…
– კიდევ უფრო დიდი სისულელე!
– როდესაც საბჭოთა ჯარი გაიქცევა, მამათქვენი თქვენს ცოლსა და ქალიშვილს თან წაიყვანს? (არ იცოდნენ, რომ ბიჭიც ჰყავდა არალეგალურად)
– არ ვიცი!”
ეს “არ ვიცი” ტრაგიკული ისტორიაა. ისინი, ვინც სიამაყით ამბობენ, რომ “სტალინმა ჯარისკაცი არ გაცვალა ფელდმარშალშიო”, არ ითვალისწინებენ ბელადის ცხოველურ დამოკიდებულებას შვილთან. როგორც სვეტლანა ალილუევა წერს, იოსები ცუდად შეხვდა თბილისიდან ჩამოსულ შვილს, ექცეოდა დამცინავად, ვერ იტანდა ებრაელ რძალს, “განათხოვარს”, ხოლო როცა თვითმკვლელობა სცადა მათ სახლში და გადარჩა, ირონიულად უთქვამს: “კაცს თავის მოკვლა მაინც უნდა გამოსდიოდესო!”
იაკობი სულ ცდილობდა მამისთვის რაღაცის დამტკიცებას. ფრონტზეც ასე წასულა. წავიდე? – უკითხავს. “თუ გინდა წადი!” – უპასუხია ბელადს.
იაკობ ჯუღაშვილის დაკითხვის აუდიო ფარულად ჩაუწერია როიშლის, ამ ჩანაწერს ფრონტის წინა ხაზზე ხმამაღლა ასმენინებდნენ საბჭოთა ჯარისკაცებს და თავზე პროკლამაციებს აყრიდნენ იაკობის ტყვეობის ფოტოთი და მოწოდებით – “დროულად დანებდით!”
ამ ჩანაწერის (დამონტაჟებულის) გავრცელებამ სტალინს ეჭვი გაუჩინა, რომ შვილი ნებით ჩაბარდა ნაცისტებს და რომ ამაში მისი რძლის ხელი ერია (დაიჭირა კიდეც)
სინამდვილეში, იაკობ ჯუღაშვილს არაფერი მნიშვნელოვანი არ გაუმხელია ნაცისტებისთვის. ცნობილია, რომ გესტაპოში ის რამდენჯერმე აწამეს კიდეც, მაგრამ უშედეგოდ. ორჯერ სცადა ვენების გადახსნა და გადაარჩინეს.
საკონცენტრაციო ბანაკში მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მიდიოდა. მის გვერდით ისხდნენ მოლოტოვის ძმისშვილი ვინმე “კაკორინი” (საინტერესო მომენტია, არ იყო ნათესავი და აყლაპა ნაცისტებს და თავი გადაირჩინა) და ჩერჩილის ძმისშვილი ტომას კუჩინი, საფრანგეთის პრემიერ მინისტრის შვილი ტომას ბლუმი და სხვები. ჰიმლერის დავალებით, კუჩინს და ბლუმს “საბჭოთა” ჯარისკაცების ტუალეტს ახეხინებდნენ. მიზანი მათ შორის კონფლიქტის გაჩაღება და მკვლელობა იყო, რის მერეც ნაცისტური პროპაგანდა ჩაერთვებოდა.
“კაკორინი” მოგვიანებით წერდა, რომ იაკობმა თვითმკვლელობა ამ კონფლიქტის თავიდან ასარიდებლად გადაწყვიტა, რომ მეკავშირეებს შორის ბზარი არ გაჩენილიყოო (სიგარეტის გამო იჩხუბეს ერთხელ), კუჩინის მემუარებში კი წერია, რომ თვითმკვლელობამდე ერთი დღით ადრე, გერმანულმა რადიომ საკონცენტრაციოს ტერიტორიაზე გადმოსცა ინფორმაცია, სადაც სტალინის ხმა ისმინებოდა “საბჭოთა კავშირს ტყვე ჯარისკაცები არ ჰყავს გერმენელების ტერიტორიაზე. საბჭოთა ჯარისკაცი ან მტერს ებრძვის ან კვდება. შვილი? ეს გერმანული სიცრუეა. ყველა შვილი, ვინც მყავს და მყოლია, ჩემ გვერდით არიან ამწუთას!”
კუჩინი ამბობს, რომ ჯუღაშვილმა ის მწირი ულუფაც კი არ ჭამა, რომელსაც აძლევდნენ და მეორე დღეს თავის სიკვდილს შეხვდა.
იაკობის წერილი, რომელიც მან სტალინს ტყვეობიდან მიწერა მოკლე და სევდიანია “მამა, მე ტყვედ ჩავვარდი. გერმანელები ნორმალურად მექცევიან.
იაკობი 1943 წელს საკონცენტრაციო ბანაკში გარდაიცვალა, 2 ვერსია ვიცი – ერთი, რომ თავი მოიკლა (შემოღობილში გამავალ დენს ხელი ჩაავლო) და მეორე – ბრძანებას არ დაემორჩილა და მოკლეს.
მეორე მსოფლიო ომი 8 მაისს დასრულდა.
გურამ მეგრელიშვილი