პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ემიგრანტი მწერლის, ნანა ჩხაიძის წიგნის „მუჭში მოქცეული წლები“ პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ემიგრანტი მწერლის, ნანა ჩხაიძის წიგნის „მუჭში მოქცეული წლები“ პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნი უპირობოდ უკავშირდება განათლების, განვითერებას და სიმბულურიცაა ღონისძიების მასწავლებლის ეროვნულ დღისადმი მიძღვნა.
ღონისძიებაში სსიპ გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ქალაქ თბილისის N51 საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. გამოფენაში სახელწოდებით „შვილებისგან“ წამოდგენილი იყო ლიზი ნატრიაშვილის, ნინა ზანდუკელის, ნატალია არჯევანიძის ფერწერული ტილოები.
პერფორმანსში საკუთარი ლიტერალურური წერილი „დედა“ ელისაბედ ჩხეტიამ წაიკითხა, რომელიც მუსიკალურად გააფორმა მევიოლინე ნინო მამიჭეიშვილმა, პატარა ბალერინა ნინა გოგატიშვილმა.
„მუჭში მოქცეული წლები“ ავტორის რიგით მე-7 კრებულია. პრეზენტაციაზე თავად ავტორმაც წაიკითხა ლექსები. გაიმართა მწერლის ინიციატივით გადაღებული დოკუმენტური ფილმის „დესპანნი“ პრემიერა.
სტუმრებს მასწავლებლის ეროვნული დღე, წიგნის პრეზენტაცია მიულოცეს 51-ე სკოლის დირექტორმა ეკატერინე წიფურიამ, 51-ე სკოლის დირექტორის მოადგილემ ხათუნა სარიშვილმა, საზოგადოებრივი კოლეჯის „სპექტრი“ დირექტორმა მათე ტაკიძემ, მომღერალმა მერაბ სიამაშვილმა და სხვებმა. მასწავლებლებისადმი, მწერლისადმი პატივისცემა საკუთარი ლექსით გამოხატა 51-ე სკოლის კურსდამთავრებულმა სალომე მაისურაძემ.
ქვეყნის ფარგლებს გარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი ღვაწლისთვის ნანა ჩხაიძე ხელოვნებისა და კულტურის განვითარების ფონდის, არტ სტუდია მუზას ორგანიზებით დაჯილდოვდა საპატიო სიგელით.
მწერალი უკვე წლებია საბერძნეთში ცხოვრობს.