თბილისში მომხდარ ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა

თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა. მარშალ გელოვანის გამზირზე ერთმანეთს მოტოციკლი და მსუბუქი მანქანა შეეჯახნენ. არსებული ინფორმაციით, წინ მიმავალმა მანქანამ მოულოდნელად სწრაფად შეიცვალა სამოძრაო ზოლი, რა დროსაც უკნიდან მას მოტოციკლი დაეჯახა.

მოტოციკლის მძღოლი, ახალგაზრდა მამაკაცი, მალხაზ გოშუა დაიღუპა.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები