არჩილ თალაკვაძე: არ არის საფუძველი იმის, რომ ეს კანონი დარჩეს განხორციელების გარეშე

“არგუმენტები აბსოლუტურად არასაკმარისია და არ არის საფუძველი იმის, რომ ეს კანონი განხორციელების გარეშე დარჩეს”,- ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი არჩილ თალაკვაძე “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ პრეზიდენტის ვეტოს.

მისივე თქმით, ყველა, ვინც თვლის, რომ საქართველოს არ სჭირდება ხვალ უსაფრთხოება, სტაბილურობა და სიმშვიდე – ზუსტად ამ კანონს უპირისპირდება.

“არავის არასდროს არ ჰქონია ამ წლების განმავლობაში მშვიდობიანი აქციის ჩატარების და საკუთარი პროტესტის გამოხატვის პრობლემა, მაგრამ ჯგუფებს, რომელთაც უნდათ, რომ საზოგადოების გულწრფელი პროტესტი გადააქციონ არეულობაში და დესტაბილიზაციაში, ხელისუფლება არ მივცემთ ამის შესაძლებლობას.

ყველა, ვინც ამ კანონს უპირისპირდება და ვინც თვლის, რომ საქართველოს არ სჭირდება ხვალ უსაფრთხოება, სტაბილურობა და სიმშვიდე, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე აქციების დროს იყოს დაცული, ეს ხალხი უპირისპირდება ზუსტად ამ კანონს.

რაც შეეხება ვეტოს, არგუმენტები აბსოლუტურად არასაკმარისია და არ არის საფუძველი იმის, რომ ეს კანონი დარჩეს განხორციელების გარეშე”, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები