„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

დღეს, 26 ოქტომბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დიდუბის რაიონში, დიღმის მასივის II კვარტლის N7ა-ს მიმდებარედ წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯივიპი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოები დღეს, 26 ოქტომბერს 10:00 საათზე დაიწყება და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.

„აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 26 ოქტომბერს, დილის 10:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
დიდუბის რაიონში: დიღმის მასივის II, III და VI კვარტლებს, IV კვარტლის N7 კორპუსს, V კვარტლის ნაწილს, მიქელაძის, პაიჭაძის, ჩალაძის, გოგიბერიძისა და ბელიაშვილის ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები