ანტარქტიდაზე ყინულის დნობის ტემპი იზრდება – მეცნიერები განგაშის ზარს სცემენ

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ დასავლეთ ანტარქტიდის შელფური მყინვარის სწრაფი ლღობა გარდაუვალია. ადამიანის ქმედებებით გამოწვეული გლობალური დათბობა აჩქარებს ამ პროცესს, რომელსაც შეიძლება დამანგრეველი შედეგი – მთელი მსოფლიოს მასშტაბით,  ზღვის დონის მომატება მოჰყვეს.

Nature Climate Change-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მსოფლიო გლობალური დათბობის შეზღუდვასთან დაკავშირებულ ამბიციურ მიზნებს მიაღწევს, დასავლეთ ანტარქტიდაზე ოკეანის დათბობა და შელფური მყინვარის დნობა მაინც გარდაუვალია.

„როგორც ჩანს, ჩვენ უკვე დავკარგეთ კონტროლი დასავლეთ ანტარქტიდის ყინულის დნობის პროცესზე 21-ე საუკუნეში“, – აცხადებს კეიტლინ ნაუტინი, ოკეანის მოდელირების სპეციალისტი და კვლევის წამყვანი ავტორი.

დასავლეთ ანტარქტიდაზე საკმარისი ყინულია იმისთვის, რომ ზღვის დონე 5,3 მეტრით ასწიოს.

კოლორადოს ბოლდერის უნივერსიტეტის გლაციოლოგი, ტედ სკამბოსი აღნიშნავს, რომ დასკვნებმა „გამოაფხიზლა“.

„დასკვნები ეფუძნება არსებულ კვლევებს, რომლებიც ასახავს შემაშფოთებელ სურათს იმის შესახებ, თუ რა ხდება პლანეტის სამხრეთ კონტინენტზე,“ – განუცხადა მან CNN-ს.

„დამთრგუნველი არის ზღვის დონის აწევის მუდმივი მახასიათებელი. დღეს მცხოვრები ადამიანები დაინახავენ ზღვის დონის აწევის ტემპის მნიშვნელოვან ზრდას მსოფლიოს ყველა სანაპირო ქალაქში“, – აღნიშნა სკამბოსმა

მისი აზრით, ყინულის სწრაფი დნობის შეჩერების ერთადერთი გზა იქნება არა მხოლოდ დაბინძურების დონის შემცირება – რაც პლანეტის დათბობას იწვევს – არამედ უკვე დაგროვილი ბინძური ნაწილაკების გაფანტვაც. სპეციალისტის თქმით, წლებისა და საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი ატმოსფერული ნაგავი სერიოზულ პრობლემას ქმნის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები