ქუთაისი-სამტრედიის გზაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანას ცეცხლი გაუჩნდა

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. 

არსებული ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენა ძრავის გაუმართაობამ გამოიწვია. თვითმხილველთა განცხადებით, სამედიცინო დახმარების მანქანაში იმ მომენტში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და შესაბამისი სამსახურები.

როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის განზრახ დაზიანებას ან განადგურებას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები