გიორგი ამილახვარმა სამტრედიაში ახლად რეაბილიტირებული სკოლა გახსნა

იმერეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ახლად რეაბილიტირებული სამტრედიის მე-12 საჯარო სკოლა გახსნა, პედაგოგებს და მოსწავლეებს თანამედროვე სივრცეში სწავლის გაგრძელება მიულოცა და ის პროექტები გააცნო, რომლებიც მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს მასშტაბით საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

„მთელი ქვეყნის მასშტაბით ვაგრძელებთ სასკოლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.  დღეს გავხსენით და დავათვალიერეთ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ რეაბილიტირებული სამტრედიის მე-12 საჯარო სკოლა, რომელსაც საუკუნოვანი ისტორია და ტრადიცია აქვს. სკოლა სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, არის აღჭურვილი ყველა საჭირო ინვენტარით და ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. ეს არის ის მნიშვნელოვანი ინვესტიცია და პირველი ნაბიჯი, რომელიც უზრუნველყოფს სკოლებში გაცილებით უფრო მაღალ აკადემიურ მიღწევებსა და უკეთეს შედეგებს. მინდა, მივულოცო სამტრედიას, მე-12 საჯარო სკოლის მოსწავლეებს, მათ მშობლებს, სკოლის დირექციას ასეთი განახლებული ინფრასტრუქტურა და ვუსურვო მომავალში კიდევ უფრო მეტი წარმატება”,- განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე სამტრედიის მე-12 საჯარო სკოლა, რომელიც 1894 წელს დაარსდა, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით რეაბილიტირდა.

მათი ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება ჯამში 4 312 770 ლარია. რეაბილიტაციის ფარგლებში სკოლაში გარემონტდა და თანამედროვედ აღიჭურვა საკლასო ოთახები, გაკეთდა სველი წერტილები, მოეწყო სპორტული მოედნები და გარე სივრცეები. ამასთან, დამონტაჟდა გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები