გორის მუნიციპალიტეტში ხიდისთავიდან უფლისციხემდე ახალი გარე განათების სისტემა მოეწყო

“გორის მუნიციპალიტეტში ხიდისთავიდან უფლისციხემდე ახალი გარე განათების სისტემა მოეწყო”,- ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
“6 000 მეტრ მონაკვეთზე, რომელიც საავტომობილო გზას მიუყვება, დამონტაჟდა 150-მდე განათების ბოძი და ენერგოეფექტური სანათი. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 300 ლარით დაფინანსდა.
პროექტი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით განხორციელდა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები