სოფელ ჭორვილაში „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების გამოჩენას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა
საჩხერეში, სოფელ ჭორვილაში ხმაური და დაპირისპირებაა. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა დაუპირისპირდა. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ადგილზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრების გამოჩენას მოჰყვა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის წარმომადგენელის სოფო ჯაფარიძის თქმით, მიუხედავად დაპირისპირებისა, ის რეგიონებში სიარულს გააგრძელებს.
“არ მეშინია არავისი, სულ მარტომ რომ მომიწიოს სიარული, მე სოფო ჯაფარიძე ვივლი რეგიონებში, შევხვდები ყველას და ავუხსნი, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ევროპაში”, – აღნიშნა ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, სააკაშვილის მხარდამჭერები ჭორვილაში დილით თბილისიდან გაემგზავრნენ.