“ვიცი, რომ შეყვარებულები იყვნენ თავიდან”, – ამის შესახებ ოჯახის ახლობელი 14 წლის გოგონაზე ამბობს, რომელმაც ბოლნისში ბავშვი გააჩინა.
მისივე თქმით, გოგო მოიტაცეს, თუმცა, ამაზე ის თანახმა იყო.
“ვიცი, რომ შეყვარებულები იყვნენ თავიდან, მერე ნიშნობა არ ყოფილა, ისე მოიტაცეს. ახლა 15-ის ხდება. მოიტაცეს, მაგრამ გოგო თანახმა იყო,” – ამბობს ოჯახის ახლობელი “კურიერთან” საუბრისას.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს.