ბოლნისში მერვეკლასელმა გოგონამ ბავშვი გააჩინა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მერვეკლასელმა გოგონამ ბავშვი გააჩინა.

ინფორმაციას მოქალაქე, თოზუ გულმამედლი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“ადგილობრივების თქმით, ბოლნისის რაიონი სოფელ ნახიდურში ნაადრევი ქორწინების მსხვერპლმა, მე-8 კლასის მოსწავლემ იმშობიარა. საქმეს იძიებს შსს. აშკარად ჩანს, რომ უფრო მეტი გვაქვს გასაკეთებელი ბავშვების დასაცავად”, – წერს მოქალაქე.

როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 140-ე მუხლითაა დაწყებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები