“სატრანზიტო გზასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ნატომ უნდა მიიღოს“

  საქართველოს შეთავაზებაზე სატრანზიტო გზასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ნატომ უნდა მიიღოს – ამის შესახებ საქართველოს შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ ჟურნალისტებს ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
“საქართველო სთავაზობს ერთ-ერთ ყველაზე მოკლე, ყველაზე უსაფრთხო და ეკონომიურ გზას ნატოს კოალიციის ძალების გადაადგილებისა და გამოყვანისათვის. ჩვენ მზად ვართ, ამ გზის სრული უსაფრთხოებისთვის და მაქსიმალურად დატვირთვისთვის. ასე რომ, გადაწყვეტილება უკვე მათ მხარეს არის”, – განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები