ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ვეტერანებს „ვეტერანის დღესთან“ დაკავშირებით სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ

17 ოქტომბერი, საქართველოში ვეტერანის დღეა, რომელიც 2014 წლიდან აღინიშნება.

სახელმწიფო რწმუნებულმა- პაპუნა მარგველიძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერთან- ზვიად მხეიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე- ასლან საგანელიძესთან და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, ამბროლაურში მცხოვრებ ვეტერანებს ,,ვეტერანის დღე” მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

1995 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა შესახებ“, რაც შემდგომში ვეტერანის დღის დაწესების საფუძველი გახდა. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ვეტერანებს, მერიის სოციალური პროგრამის ფარგლებში, ფულადი დახმარება გადაეცათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები