ვლადიმერ პუტინი სი ძინპინს პეკინში შეხვდება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, პარტნიორობის გაღრმავების მიზნით, მომავალ კვირას ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს პეკინში შეხვდება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

17-18 ოქტომბერს პუტინი პეკინში სარტყელისა და გზის ფორუმს დაესწრება. ეს იქნება პუტინის პირველი ვიზიტი საბჭოთა კავშირის ყოფილი ქვეყნებს გარეთ მას შემდეგ, რაც მარტში ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უკრაინიდან ბავშვების დეპორტაციის გამო მისი დაკავების ორდერი გასცა.

პუტინი ჩინეთს ბოლოს 2022 წლის თებერვალში ეწვია, უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების სრულმასშტაბიან შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე. სწორედ ამ ვიზიტისას რუსეთმა და ჩინეთმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას გლობალური მდგრადი განვითარების თაობაზე, რითაც მხარეთა დაახლოებას გაუსვეს ხაზი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები