ისრაელის არმია აცხადებს, რომ ღაზის სექტორში ლოკალიზებული რეიდები ჩაატარეს
ისრაელის არმია აცხადებს, რომ მათმა სახმელეთო ძალებმა ღაზის სექტორში მცირე მასშტაბის შეტევები დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
„ბოლო 24 საათის განმავლობაში, ისრაელის სამხედრო ძალებმა განახორციელეს ლოკალიზებული რეიდები ღაზის სექტორის შიგნით, რათა დაასრულონ ტერიტორიის გაწმენდა ტერორისტებისა და შეიარაღებისგან“, – ნათქვამია არმიის განცხადებაში.
მათივე ცნობით, აღნიშნული ოპერაციების დროს ასევე იყო დაკარგული პირების პოვნის მცდელობებიც.
როგორც სამხედროებმა განაცხადეს, ოპერაციებში ქვეითი და სატანკო ნაწილები მონაწილეობდნენ.