როგორ ძალადობდნენ ნაცისტები საბჭოთა ქალებზე
ომი ყოველთვის კაცის საქმედ ითვლებოდა, თუმცა, დიდი სამამულო ომის დროს საბჭოთა პატრიოტებმა დამკვიდრებული სტერეოტიპი დაამსხვრიეს. შემოსევის პირველივე დღეებიდან ფრონტზე ათასობით ქალი წავიდა ქვეყნის დასაცავად. ნაცისტებს ადრე არასდროს შეხვედრიათ რეგულარულ არმიაში ამდენი ქალი. მათ დაევალათ, ყველა ქალი ჯარისკაცი პარტიზანად ჩაეთვალათ და ტყვედ კი არ აეყვანათ, არამედ პირდაპირ დაეხვრიტათ ისინი. ამის მიუხედავად, ბევრმა მოახერხა სიკვდილით დასჯის თავიდან აცილება და საკონცენტრაციო ბანაკებიდან ცოცხლად გამოღწევა, თუმცა, მტრის ხელში ჩავარდნილ საბჭოთა ქალებს საშინელი შეურაცხყოფისა და წამების ატანა მოუხდათ.
წითელ არმიაში ქალები ექიმებად, სნაიპერებად, მფრინავებად, მზვერავებად და არტილერისტებადაც კი იყვნენ წარმოდგენილი… და ნამდვილად, ქალები ფრონტზე გმირობის, შეუპოვრობის მაგალითს აძლევდნენ ყველას.
ქალი ექიმების ტრაგიკული ბედი
წითელი არმიის სამხედრო სამედიცინო სამსახური, ძირითადად, ქალებით იყო დაკომპლექტებული. საექთნო კურსების დასრულების შემდეგ პატრიოტებს ძალიან ხშირად ფრონტზე აგზავნიდნენ. თუმცა, საკუთარი პროფესიის მათ მტრის მხრიდან სასტიკი მოპყრობისგან არ იცავდა. თუ ნაცისტები ექთნებსა და დამხმარეებს ატყვევებდნენ, ისინი უფრო საშინელ სისასტიკეს ხვდებოდნენ, ვიდრე მამაკაცები.
გერმანელები მხოლოდ ცემით არ შემოიფარგლებოდნენ. ომის საშინელებათა გახსენებისას, თვითმხილველები ჰყვებოდნენ, როგორ პოულობდნენ მინდორში დახვრეტილ ექთნებს. მათი დაჭრილი, შიშველი სხეულები სასტიკ ძალადობას მოწმობდა. ერთ დღეს წითელი არმიის ორმა ჯარისკაცმა გზის პირას იპოვა ახალგაზრდა გოგონას გაყინული ცხედარი, რომელიც მედდა იყო. თვალები ამოთხრილი ჰქონდა. ფაშისტებს ქალი სარზე დაესვათ და მკერდი მოეკვეთათ. თმა სრულიად განაცრისფრებოდა იმ სისასტიკისგან, რომელიც სიკვდილამდე განიცადა.
ქალები სნაიპერები არ ბარდებოდნენ
სნაიპერები წითელი არმიის უხილავი შურისმაძიებლები იყვნენ. დიდი სამამულო ომის დროს ისინი მტერს მუდმივ შიშში ამყოფებდნენ. ფრონტზე გაგზავნამდე ისინი წვრთნებს ქალ სნაიპერთა სკოლაში გადიოდნენ. მსროლელი ქალები მტრის პერსონალს იმავე ოსტატობით ანადგურებდნენ, როგორც მათი კოლეგა მამაკაცები. ნაცისტებმა საბჭოთა ქალ სნაიპერებს „უხილავი საშინელება“ უწოდეს.
ქალ სნაიპერებს წინასწარ აცნობებდნენ ტყვეობის რისკების შესახებ. ამიტომ, ყველა მათგანს არსენალში, გარდა მცირე იარაღისა, ყუმბარებიც ჰქონდათ. ალყაში მოხვედრის შემდეგ, ისინი თავს იფეთქებდნენ. წითელარმიელ ქალს, რომელმაც ეს ვერ შეძლო, საშინელი ბედი ეწია. საბჭოთა კავშირის გმირი, ტატიანა ბარამზინა გერმანელებმა მძიმედ დაჭრილი ჩაიგდეს ხელში. ქალს თვალები დათხარეს და ტანკსაწინააღმდეგო თოფით თავში ესროლეს.
სკაუტების საშინელი ბედი
ზოია კოსმოდემიანსკაია საბჭოთა პარტიზანი ქალი იყო. 1941 წლის ოქტომბერში X კლასის მოსწავლე მოხალისედ შევიდა პარტიზანულ რაზმში. 1941 წლის ნოემბრის ბოლოს გერმანელების მიერ ოკუპირებულ სოფელ პეტრიშჩევოში საბრძოლო დავალების შესრულების დროს შეიპყრეს ფაშისტებმა. მიუხედავად არაადამიანური, მხეცური წამებისა, კოსმოდემიანსკაიამ არ გასცა თანამებრძოლები და არ გაამჟღავნა თავისი ვინაობა. დაკითხვის მოწმეები შოკში იყვნენ წითელარმიელი ქალის გამძლეობით.1941 წლის 29 ნოემბერს გერმანელმა ფაშისტებმა იგი ჩამოახრჩვეს.
საკონცენტრაციო ბანაკებში სამხედრო ტყვე ქალებმა წარმოუდგენელი გამძლეობა გამოიჩინეს. პატიმრები იმყოფებოდნენ ანტისანიტარიულ პირობებში, შრომობდნენ და მუდმივად იყვნენ სექსუალური ძალადობის ქვეშ. გერმანელებს სძულდათ დატყვევებული წითელი არმიის ქალები, რადგან, მიუხედავად ყველაფრისა, მათი დამორჩილება შეუძლებელი იყო.