ირაკლი ღარიბაშვილმა ვიქტორ ორბანს წინანდლის მამულში უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მეუღლესთან − ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს და მის მეუღლეს − ანიკო ლევაის კახეთში, წინანდლის მამულში უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა ვიქტორ ორბანს საქართველოში ღვინის დაყენების ტექნოლოგია გააცნო და საქართველოსთვის მევენახეობისა და მეღვინეობის მნიშვნელობაზე ესაუბრა. სტუმრებმა საწნახელი დაათვალიერეს და კულინარიულ მასტერკლასში მიიღეს მონაწილეობა.