„ჰამასის“ საჩუქარი ვლადიმერ პუტინს – რატომ აწყობს რუსეთს ისრაელ-პალესტინის ომი

სტატია გამოქვეყნებულია politico-ზე.

ავტორები: ჯემი დეტმერი და კრისტიან ოლივერი.


ისრაელზე ჰამასის სასტიკი თავდასხმა ვლადიმერ პუტინის დაბადების დღეზე მოხდა.

ახლო აღმოსავლეთში, უსაფრთხოების მხრივ, ასეთი კატასტროფული შოკი, სავარაუდოდ, სასიამოვნო სიურპრიზი იყო რუსეთის პრეზიდენტისთვის, რომლის სტრატეგიული პრიორიტეტი დასავლეთის მხარდაჭერა და უკრაინიდან ყურადღების გადატანაა. ისრაელში მასობრივი დაძაბულობაც სწორედ ამას განაპირობებს.

არსებობს კითხვა – რა სარგებელი შეიძლება მიიღოს კრემლმა მზარდი კრიზისების ქარიშხლით ისრაელში, კოსოვოში, კავკასიასა და აფრიკაში. ზოგიერთი პუტინს მარიონეტების მმართველად წარმოიდგენს, რომელიც იწვევს ისეთ კონფლიქტებს, რომლებსაც დასავლეთი ვერ უმკლავდება.

რეალურად, ყველა ეს კრიზისი, პუტინს არ წარუმართავს, მაგრამ ახლა ის სიამოვნებით ასხამს ცეცხლზე ნავთს და ვითარებას თავის სასარგებლოდ იყენებს. რუსეთის პრეზიდენტი შექმნილი ქაოსით სარგებლობს. კრემლის პროპაგანდისტები უკვე ავრცელებენ ნარატივს, რომ ახლო აღმოსავლეთში ომი რუსეთის გამარჯვებაა, რადგან ეს უკრაინის დაფინანსების შემცირებას ნიშნავს.

„ეს იყო, ალბათ, პუტინისთვის საუკეთესო საჩუქარი დაბადების დღეზე. ისრაელზე თავდასხმა უკრაინიდან ყურადღებას გადაიტანს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ისრაელი ისედაც აშშ-ის ყურადღების ქვეშაა“, – აღნიშნავს ევროკავშირის ერთ-ერთი დიპლომატი.

ვაშინგტონში უკვე წინასწარ დაასკვნეს, რომ „ჰამასის“ შეტევები ისრაელზე შეამცირებს აშშ-ის ყურადღებას უკრაინის მიმართ. თანაც, ისინი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პოზიციიდან კევინ მაკკარტის დათხოვნის ფაქტზე არიან კონცენტრირებულნი, რაც რესპუბლიკელთა ნაწილის მიერ იქნა ინიცირებული. ეს კონსერვატორების იგივე ჯგუფია, რომელიც ცდილობს, უკრაინას დახმარება შეუწყდეს. მაკკარტისთან დაკავშირებული ბრძოლა ახლა მწვავდება, რაც ბაიდენის ადმინისტრაციისთვის სულ უფრო ართულებს ნებისმიერი დამატებითი დახმარებისთვის კონგრესის თანხმობის მოპოვებას.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იგრძნო საფრთხე, რომ დასავლეთმა შესაძლოა კიევის მიმართ ყურადღება მოადუნოს. მან ​​ხაზგასმით აღნიშნა, რომ ირანი – რომელიც „ჰამასს“ მფარველობს – რუსეთის ახლო მოკავშირეა, ამიტომაც რუსეთთან და ისლამისტ ტერორისტებთან ბრძოლა ერთი და იგივეა.

„ებრაელი ჟურნალისტები, რომლებიც უკრაინაში, ბუჩაში გვსტუმრობდნენ, ახლა ამბობენ, რომ მათ იგივე ბოროტება დაინახეს. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ იქ ტერორისტული ორგანიზაცია დაესხა თავს ისრაელს, ხოლო უკრაინას – ტერორისტული სახელმწიფო,“- აცხადებს ზელენსკი.

კრემლის სიხარული

დავიწყოთ ჰამასის თავდასხმებით. რუსეთი დიდი ხანია, სწყალობს ისლამისტ მებრძოლებს. ჰამასის ლიდერი ისმაილ ჰანიე და სხვა ოფიციალური პირები ბოლო დროს მოსკოვშიც იმყოფებოდნენ. შაბათის თავდასხმების შემდეგ რუსებმა სწრაფად გაანადგურეს ისრაელის 1967 წლის საზღვრების უკან დაბრუნების ძველი გეგმები. საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თქვა, რომ პალესტინის სახელმწიფოს შექმნას აშშ-ის „დესტრუქციული პოლიტიკა“ აფერხებს. აქ უკვე ისმის კმაყოფილების ხმა, როდესაც გახარებულმა ყოფილმა პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა უარყო „ჰამასის“ თავდასხმები, როგორც „მოსალოდნელი მოვლენა“ და თავისი რისხვა დასავლეთის წინააღმდეგ მიმართა.

„პალესტინა-ისრაელის დასახლებაზე აქტიური მუშაობის ნაცვლად, ეს გონებასუსტები (იგულისხმება აშშ) ხელს გვიშლიან და აწვდიან ნეონაცისტებს (უკრაინაში) სრულმასშტაბიან დახმარებას, უპირისპირებენ ორ მჭიდროდ დაკავშირებულ ხალხს ერთმანეთს,“ – განაცხადა მედვედევმა.

კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვი ხალისით ამტკიცებდა, რომ უკრაინის დაფინანსება ახლა გარდაუვალად შემცირდება.

„კიევის რეჟიმის იარაღით მომარაგების პროცესი ფაქტობრივი, ემოციური, ფინანსური, ტექნოლოგიური თვალსაზრისით, შემცირების ტენდენციაში შევა“, – აღნიშნა პესკოვმა.

გლობალური გეოპოლიტიკის გაძლიერების ეს მიდგომა რუსეთს ხელს აძლევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები