არჩილ თალაკვაძე: ხელისუფლება საზოგადოებასთან ერთად ახორციელებს რეფორმებს, რომელიც დადებითად ფასდება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან

“კიდევ ერთი ავტორიტეტული საერთაშორისო შეფასება გამოქვეყნდა. საქართველოს აქვს პროგრესი ეკონომიკის, კორუფციის კონტროლისა და კორუფციის აღმოფხვრის სფეროში, რაც მიუთითებს, რომ საქართველო მიდის სწორი გზით”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, დადებითი შეფასებები ქვეყნის მიმართ ნდობას ზრდის.

„ხელისუფლება საზოგადოებასთან ერთად ახორციელებს რეფორმებს, რომელიც დადებითად ფასდება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. რა თქმა უნდა, ამ ტიპის შეფასებები ზრდის ნდობას ჩვენი ქვეყნის მიმართ“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები