პალესტინელებისა და ებრაელების კონფლიქტი – ისტორია, რომელსაც ძალიან შორს მივყავართ
ადგილმა, რომელსაც ახლა პალესტინა ჰქვია, სახელი ფილისტიმელებისგან მიიღო. ისტორიულად, ფილისტიმელები თანამედროვე საბერძნეთის მიწებიდან გაიქცნენ მას შემდეგ, რაც აქაველებთან კონფლიქტი განვითარდა.
რატომ უწოდებენ იმავე მიწებს ისრაელს? საქმე ისაა, რომ ფილისტიმელებამდე აქ რაღაც პერიოდის განმავლობაში ებრაელები ცხოვრობდნენ. მერე ისინი ეგვიპტეში მონებად წაიყვანეს, რის შემდეგაც დაბრუნდნენ და ფილისტიმელებთან აღარც უსაუბრიათ… დაბრუნებულებმა ყველა მათგანი ამოხოცეს ერთი ოჯახის გარდა, რომელმაც თავის ხალხს უღალატა.
შემდეგ ებრაელები კვლავ მონებად წაიყვანეს ახალი ბაბილონის სამეფოში. ბევრი სისხლისღვრისა და ვითარების საშინელი განვითარების ფონზე, ისინი კვლავ დაბრუნდნენ. მოგვიანებით რეგიონის სათავეში ელინისტური მმართველები მოექცნენ – იუდეველები მათ წინააღმდეგაც ომობდნენ. შემდეგ იქ მივიდნენ დიდი სომხეთის და რომის ჯარებიც. უკანასკნელი კი იქ დიდხანს შეყოვნდა. ებრაელები ცდილობდნენ, მიწები დაებრუნებინათ, მაგრამ რომი წინააღმდეგი იყო. შედეგად, დაიღუპა რომის იმპერიის ნახევარ მილიონზე მეტი მშვიდობიანი მოსახლე (რომლებიც არ იყვნენ ებრაელები) და რამდენიმე ათასი ებრაელი.
მორიგი სისხლისღვრის შემდეგ რომაელებმა რეგიონიდან გაასახლეს იუდეველები. ისინი, თავის მხრივ, აგრძელებდნენ აღზევებას, მაგრამ ნაკლები წარმატებით. 600-იან წლებში რეგიონი აღმოსავლეთ რომაელებს არაბებმა წაართვეს და საბოლოოდ გააძევეს ებრაელები პალესტინიდან.
თუმცა, ეს სულაც არ იყო ისტორიის დასასრული. მთელ მსოფლიოში მიმოფანტული ებრაელები გამორჩეულად გამძლეები გამოდგნენ კულტურული ასიმილაციის მიმართ. ერთადერთი, რაც მათ აერთიანებდათ, გახლდათ ის, რასაც ქრისტიანები ძველ აღთქმას უწოდებენ…
მიუხედავად რიგი განსხვავებებისა, მისი ძირითადი შემადგენლობა ძალიან ჰგავს იუდეველების წმინდა წერილებს, თორას. მასში ნათქვამია, რომ ებრაელები პალესტინაში ღმერთმა დაასახლა და სწორედ ის ეხმარება მათ იქ დაბრუნებაში.
სულაც არ არის გასაკვირი, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ჰოლოკოსტის გამო, როდესაც ებრაელებს ყველა დიდი სახელმწიფოს ყურადღება ექცეოდა, მათ ისტორიული მიწის დაბრუნება ითხოვეს.
ადგილობრივი არაბების თქმით, ეს უბრალოდ აბსურდი იყო. დიახ, ათასობით წლის წინ იქ ებრაელები ცხოვრობდნენ, მაგრამ კიდევ უფრო დიდი ხნის წინ სხვა ხალხები. თუმცა, არაბები მიიჩნევდნენ, რომ მათ წმინდა ადგილი სწორად ალაჰისგან ერგოთ.
სანამ არსებობს პალესტინის მიწები და „ტაძრის მთა“ იერუსალიმში, ომი, ალბათ, გარდაუვალია. თუკი იერუსალიმში საომრად არ მიდიან ქრისტიანი ჯარისკაცები, არაბები მაინც იომებენ… და, ალბათ, ებრაელებიც… ცხადია, თუ ვინმე მოახერხებს იერუსალიმიდან მათ გაძევებას.
ომი ხან ჩაწყნარდება, ხან კვლავ გაღვივდება, ვინაიდან არაბებსა და ებრაელებს ერთი რამ სურთ. ჯერჯერობით, წმინდა წერილების პატივისცემა ორივე კულტურის საფუძველია, ასე რომ, ორივე მხარეს ეს ტერიტორია საკუთრად და თავიანთი ღმერთის საჩუქრად მიაჩნია.
რეგიონში ებრაული სახელმწიფო 1948 წლის 14 მაისს გაჩნდა. უკვე 15 მაისს არაბული სახელმწიფოების ლიგამ ომი გამოუცხადა ისრაელს – სირია, ეგვიპტე, ლიბანი, ერაყი და ტრანსიორდანია თავს დაესხნენ ებრაელებს.
თავდასხმის მიზეზი მარტივი იყო: არაბებისთვის რეგიონში ნებისმიერი ებრაული სახელმწიფო მიუღებელი გახლდათ. „ჰამასის“ ლოზუნგებიც იშვიათად შეეხება ისრაელთან რაიმე კონკრეტული დათმობების მიღწევას. ისინი, პირდაპირ, ისრაელის ლიკვიდაციას მოითხოვენ.
ომების სერია რეგიონს ათწლეულების განმავლობაში არღვევდა. 1973 წლის იომ ქიფურის ომში დამარცხების შემდეგ, დიდი არაბული სახელმწიფოები აღარ რისკავენ ისრაელთან ბრძოლას: მრავალი მარცხის შემდეგ მათ გააცნობიერეს, რომ ვერ გაიმარჯვებდნენ. თუმცა, ეს მხოლოდ და მხოლოდ დიდ სახელმწიფოებს: ეგვიპტეს, სირიასა და იორდანიას ეხება. რაც შეეხება „ჰამასს“ და მსგავს დაჯგუფებებს, მათი მოქმედების შედეგს დღეს მთელი მსოფლიო ხედავს.