“ახლა ერთადერთი, რაც დარჩენიათ არის ბოიკოტი გამოუცხადონ და აქციები გაუმართონ ერთმანეთს” – რატი იონათამიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“

“ახლა ერთადერთი რაც დარჩენიათ, ერთმანეთს ბოიკოტი გამოუცხადონ, აქციები გაუმართონ და ამასაც საკუთარი სპონსორების დასანახად აკეთებენ”,  – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ რატი იონათამიშვილმა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებზე საუბრისას განაცხადა.

„ნაცი“ არის დიაგნოზი, რომელიც არ იკურნება და ამ ადამიანთაგან ნებისმიერია განწირული იმისთვის, რომ მას ზურგს აქცევს საკუთარი ამომრჩეველიც კი. ჩვენმა მოსახლეობამ მათ ზურგი დიდი ხანია აქცია. ახლა ერთადერთი რაც დარჩენიათ, ერთმანეთს ბოიკოტი გამოუცხადონ, გაუმართონ აქციები და ამასაც საკუთარი სპონსორების დასანახად აკეთებენ, რათა მათგან რაც შეიძლება მეტი დაფინანსება მიიღონ. რეალურად, ჩვენ ახლა რასაც ვუყურებთ, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური და მორალური დასასრულია“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები