რუსეთმა კონტინენტთაშორისი რაკეტა „ბურევესტნიკი“ წარმატებით გამოსცადა
რუსეთმა ბირთვული ენერგიით აღჭურვილი საკონტინენტთაშორისო საკრუიზო რაკეტა „ბურევესტნიკი“ წარმატებით გამოსცადა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ვალდაის საერთაშორისო სადისკუსიო კლუბის პლენარულ შეხვედრაზე განაცხადა.
„ბურვესტნიკის“, გლობალური დისტანციის საკრუიზო რაკეტის ბოლო წარმატებული გამოცდა, ბირთვული დანადგარითა და ბირთვული ძრავის სისტემით, განხორციელდა“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მეთაურმა 2018 წლის 1-ელ მარტს ახალი ტიპის იარაღის შექმნა გამოაცხადა, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს სტრატეგიული ბალანსი მსოფლიოში მომდევნო ათწლეულების განმავლობაში, მათ შორის არის „ბურევესტნიკი“.