„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა პარლამენტში დღეს გაგრძელდება
პარლამენტში „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა მეორე მოსამენით დღეს გაგრძელდება. კანონპროექტი პარლამენტმა პირველი მოსმენით გუშინ მიიღო.
ცვლილებათა პაკეტი მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით, არსებული კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედებას გულისხმობს.
შემუშავებული პროექტის მიხედვით, შეკრების მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა აეკრძალებათ იმ შემთხვევაში, თუკი ის საფრთხეს უქმნის მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას.