ყოველდღიური ცხოვრება ვარშავის გეტოში – იშვიათი ფოტოები 1941 წლიდან

ვარშავის გეტო მეორე მსოფლიო ომის ჰოლოკოსტის დროს ნაცისტური გერმანიის მთავრობის მიერ შექმნილი ებრაელთა უდიდესი კონცენტრირებული დასახლებაა. მისი არსებობის სამი წლის განმავლობაში შიმშილით, ავადმყოფობითა და საკონცენტრაციო თუ გასანადგურებელ ბანაკებში დეპორტაციებით გეტოს მოსახლეობა სავარაუდო 450 000-დან 37 000-მდე შემცირდა. სწორედ აქ მოხდა ვარშავის გეტოს აჯანყება, რომელიც ერთ-ერთი პირველი მასობრივი დაუმორჩილებლობა იყო ნაცისტების ოკუპაციის წინააღმდეგ ევროპაში.

აჯანყება გერმანელთა მიერ გეტოს დარჩენილი მოსახლეობის ტრებლინკას საკონცენტრაციო ბანაკში გადაყვანის გადაწყვეტილებას მოჰყვა. აჯანყება 1943 წლის 18 იანვარს დაიწყო, ხოლო მისი ძირითადი შეიარაღებული ფაზა იმავე წლის 19 აპრილიდან 16 მაისამდე გაგრძელდა. აჯანყებულები რამდენიმე კვირის განმავლობაში უწევდნენ ძლიერ წინააღმდეგობას გერმანულ ძალებს.

აჯანყება დასრულდა, როდესაც ცუდად შეიარაღებული და ცუდად მომარაგებული აჯანყებულები იორგენ შტროპის დაქვემდებარებაში მყოფმა გერმანულმა ძალებმა გაანადგურეს. ბრძოლის შედეგად გერმანელებმა გეტო მთლიანად დაანგრიეს. ვარშავის გეტოს აჯანყება იყო ებრაული წინააღმდეგობის ყველაზე დიდი გამოვლინება მთელი ჰოლოკოსტის განმავლობაში.


ფოტოები, რომლებსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ, სწორედ ამ გეტოშია გადაღებული.

THE WARSAW GHETTO, OCTOBER 1940-MAY 1943 (HU 60621) A starving man (father ?) and two emaciated children begging on the street in the ghetto. Copyright: © IWM. Original Source: http://www.iwm.org.uk/collections/item/object/205394135

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები