McDonald’s, Pizza Hut, Subway, Wendy’s – სწრაფი კვების ქსელების რესტორნები თავდაპირველად (ნაწ.2)
სწრაფი კვების რესტორნების სამშობლო რომ ამერიკაა, ეს დღეს ყველამ იცის. ახლა ამერიკული ქსელები მთელი მსოფლიოს მასშტაბითაა გავრცელებული, თუმცა იყო პერიოდი, როდესაც ყველაფერი ერთი რესტორნით იწყებოდა…
ამ კომპანიების დამფუძნებლებს ხშირად არც ჰქონდათ ბევრი ფული, თუმცა მათი მიზნები ნამდვილად მასშტბური იყო. სტატიის პირველ ნაწილში უკვე მოგიყევით 5 ასეთი კომპანიის შესახებ, ახლა კი გთავაზობთ გაგრძელებას:
McDonald’s
McDonald’s — სწრაფი კვების რესტორნების უმსხვილესი ქსელი მსოფლიოში. მისი ცენტრალური ოფისი მდებარეობს აშშ-ში, ქალაქ ჩიკაგოში.
ორმოციანი წლების ბოლოს კალიფორნიაში, სან-ბერნარდინოში დიკი და მაკი მაკდონალდები ავტომობილისტების მომსახურების მიზნით გახსნილი თავიანთი პატარა რესტორნის სრულყოფის გზებს ეძებდნენ. იმის ნაცვლად, რომ უბრალოდ ცოტათი შეეცვალათ თავიანთი ბიზნესი, რომელიც მათ ისედაც აძლევდათ საკმარისად დიდი თანხის – წელიწადში 200 000 დოლარის გამომუშავების საშუალებას, მათ გამოიგონეს აბსოლუტურად ახალი კონცეფცია, რომელიც ეფუძნებოდა სწრაფ მომსახურებას, დაბალ ფასებსა და დიდ მოცულობებს.
ისინი გადავიდნენ თვითმომსახურებაზე დახლთან, გადააკეთეს სამზარეულო, სადაც მთელი მოწყობილობა დამზადდა უჟანგავი ფოლადისაგან და გათვალისწინებული იყო მასობრივი წარმოებისა და სისწრაფისათვის. გარდა ამისა, მათ მკვეთრად შეამცირეს ისედაც კონკურენტუნარიანი ფასი ჰამბურგერებზე. როდესაც ძმები მაკდონალდების ახალი რესტორანი კვლავ გაიხსნა, საჭირო იყო გარკვეული დრო ბიზნესის „დასატრიალებლად”, მაგრამ მალევე აშკარა გახდა, რომ მათ ხელთ იყო ომისშემდგომი ამერიკის სული.
ხმები მათი წარმატების შესახებ სწრაფად გავრცელდა, ხოლო შენობა, მოპირკეთებული თეთრ-წითელი ფილებით, დახრილი სახურავითა და გვერდებზე ოქროსფერი თაღებით, ინდუსტრიის უცვლელი სიმბოლო გახდა.
ძმებ მაკდონალდებს არ სურდათ, პირადად გაეკონტროლებინათ მთელ ქვეყანაში ბიზნესის განვითარება, ამიტომ მათი განსაკუთრებული აგენტი, ფრენშაიზინგის მიმართულებით, რეი კროკი გახდა. 1955 წელს რეი კროკმა დააფუძნა ახალი საფრენშაიზინგო კომპანია სახელწოდებით McDonald’s System, Inc, ხოლო 1955 წლის 15 აპრილს ილინოისის შტატის ქალაქ დეს-პლენზში იგი ხსნის თავის პირველ „ოქროს თაღს”. აქედან იწყება კროკის „მაკდონალდსის” ისტორია.
რეი კროკმა შეინარჩუნა ძმები მაკდონალდების პრინციპები: შეზღუდული მენიუ, ხარისხიანი საკვები, საამწყობო ხაზის ტიპის წარმოების სისტემა და სწრაფი, კეთილგანწყობილი მომსახურება, რასაც დაუმატა სისუფთავის მაღალი სტანდარტები. ხარისხი, მომსახურების კულტურა, სისუფთავე და ხელმისაწვდომობა დღესაც რჩება “მაკდონალდსის” მუშაობის ძირითად პრინციპად.
პირველი რესტორანი აშშ-ს საზღვრებს გარეთ გაიხსნა კანადაში, შემდეგ ამას მოჰყვა გერმანია, ავსტრალია, იაპონია, საფრანგეთი, ინგლისი და ა.შ. მაკდონალდსის რესტორნების გახსნა იმდენად მნიშვნელოვანი მოვლენა გახდა, რომ ინფორმაცია მთელი მსოფლიოს გაზეთების სათაურებში ხვდებოდა.
Pizza Hut
Pizza Hut — ამერიკული რესტორნების ქსელი, რომელიც დაფუძნდა 1958 წლის 15 ივნისს. კომპანია ცნობილია მისი ამერიკულ-იტალიური მენიუთი, მათ შორისაა პიცა და პასტა.
Pizza Hut დაფუძნდა 1958 წლის 15 ივნისს, ვიჩიტას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების, ძმების, დენ და ფრენკი კერნების მიერ. იმ მომენტვისათვის რესტორანი მხოლოდ ვიჩიტაში იყო. ექვსი თვის შემდეგ მათ გახსნეს მეორე რესტორანი, ერთი წლის შემდეგ ისინი უკვე ექვსი რესტორნის მფლობელები იყვნენ.
1977 წლის ნოემბერში ქსელი შეიძინა PepsiCo.-მ. 2015 წელს დაიხურა ქსელის ყველაზე ძველი რესტორანი. Pizza Hut-ის რესტორნები მდებარეობს ძალიან ბევრ ქვეყანაში. სხვათა შორის, ის იყო ერთ-ერთი პირველი ამერიკული რესტორანი, რომელიც გაიხსნა ერაყში. 2019 წლის 25 ივნისს კომპანიამ გამოაცხადა, რომ იბრუნებდა თავის ძველ ლოგოს, რომელსაც 1967-1999 წლებში იყენებდა. 2019 წლის 7 აგვისტოს დაანონსდა, რომ ხურავდა თავისი 7496 რესტორნიდან 500-ს ამერიკის შეერთებულ შტატებში.
რესტორნის პირველი რეკლამა აშშ-ში 1965 წელს გავიდა. რეკლამა გადაღებული იყო ძველი კინოფილმის სტილში. 1995 წელს მათ რეკლამაში მონაწილეობა მიიღეს მომავალში აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპა და მისმა ყოფილმა მეუღლემ, ივანა ტრამპმა. ეს წყვილის დაშორებამდე მოხდა.
2019 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ქსელი ფლობდა 18 703 რესტორანს. ქსელი ეკუთვნის კორპორაცია „Yum! Brands, Inc.“-ს
Subway
Subway ამერიკული კერძო რესტორნების ქსელია. ის სახელგანთქმულია თავისი ზღვის პროდუქტების სენდვიჩებითა და სალათებით. საბვეი მსოფლიოში ერთ- ერთი ყველაზე სწრაფად მზაrდი ფრენჩაიზია.
1965 წელს, ფერდ დე ლუკამ მეგობარ პიტერ ბაქისგან 1000 დოლარი ისესხა, რომ ბრიჯპორტში, კონექტიკუსში კომპანია ,,Pete’s Super Submarines” (პიტერის სუპერ წყალქვეშა ნავები) გაეხსნა. იმავე წელს მეგობრებმა ჩამოაყალიბეს Doctor’s Associates Inc. რომლის შედეგადად სარესტორნო ქსელი გააფართოვეს. კომპანიის ჩამოყალიბების მთავარ მიზეზს დე ლუკას სამედიცინო სასწავლებლის საფასურის დაფარვა წარმოადგენდა. Doctor’s Associated არანაირად არ იყო დაკავშირებული სამედიცინო ორგანიზაციასთან. 1968 წელს სენდვიჩების კომპანიას სახელი გადაერქვა და ოფიციალურად დაერქვა საბვეი (Subway).
საბვეის ძირითად პროდუქტს სენდვიჩი წარმოადგენს. ამათთან ერთად რესტორნების ქსელში იყიდება: შეხვეული პროდუქტები, სალათები და სენდვიჩის სხვადასხვა ვარიაციები. ასევე იყიდება ცომეულიც: ფუნთუშები, დონატები და მაფინები.
საბვეის ყველაზე გაყიდვადი პროდუქტი B.M.T.-ია (შემოკლებით: უდიდესი, ყველაზე ხორციანი და უგემრიელესი). ის შეიცავს პეპერონს და ძეხვის სხვადასხვა ვარიაციებს. თავდაპირველად სახელწოდება იშიფრებოდა როგორც ბრუკლინიდან მანჰეტენამდე გადაზიდვა.
2019 წლის ოქტომბრის მონაცემებით, ბრენდს 100-ზე მეტ ქვეყანაში 41 512 რესტორანი ჰქონდა გახსნილი. მისი ლოკაციების უმეტესობა (23,928 ან 57,6%) ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობს.
Wendy’s
ვენდისი — ამერიკული საერთაშორისო სწრაფი კვების რესტორნების ქსელი, რომელიც დააარსა დეივ ტომასმა 1969 წლის 15 ნოემბერს კოლუმბუსში, ოჰაიოში.
ვენდისი ცნობილია კვადრატული ჰამბურგერებით, ზღვის მარილიანი კარტოფილით და ფროსტით. იდეა ვენდისის „ძველმოდური“ ჰამბურგერისა ეკუთვნის დეივ ტომასს. ტომასმა რესტორანს სახელი დაარქვა თავისი მეოთხე შვილის მელინდა ლუ „ვენდი“ ტომასის პატივსაცემად.
2006 წლის 29 იანვარს კომპანიამ სათაო ოფისი დუბლინში, ოჰაიოში გადაიტანა. 2016 წლის მონაცემებით, ვენდისი, Burger King-სა და McDonald’s-ის შემდეგ მსოფლიოს მესამე ყველაზე მსხვილი ჰამბურგერის მწარმოებელი კომპანია იყო 6500+ ფილიალით. მიუხედავად ახალი მფლობელისა, ვენდის შტაბი დარჩა დუბლინში. მანამდე, ვენდიმ უარყო კომპანია Triarc-ის შემოთავაზება ორჯერ.
2017 წლის 2 იანვრის მონაცემებით, ვენდისის სულ 6,537 ადგილმდებარეობა ჰქონდა, მათ შორის 330, რომელსაც კომპანია ფლობდა. 6207 რესტორანი ფრანჩაიზირებულია და მათგან 77 % მდებარეობს ჩრდილოეთ ამერიკაში. მაანამდე სანამ ვენდისი დააწესებდა სტანდარტს ექსტერიერის შესახებ, მფლობელები აკონტროლებდნენ ინტერიერს, ფასს, ხელფასს და თანამშრომლების უნიფორმას.
ნაწ.2