გადასახლების დიდი ტვირთი – ხალხი მასობრივად ტოვებს ყარაბაღს

მთიანი ყარაბაღი საერთაშორისოდ აღიარებულია აზერბაიჯანის ნაწილად, თუმცა, 1990-იანი წლების ომის შემდეგ ის დე ფაქტო დამოუკიდებელი იყო. 2020 წელს აზერბაიჯანმა იმ ტერიტორიის დიდი ნაწილი დაიბრუნა, რომელსაც 1990-იანი წლებიდან, ერევნის მხარდაჭერით, ეთნიკური სომხები აკონტროლებდნენ.  2023 წლის 20 სექტემბერს კი ერთდღიანი სამხედრო ოპერაციის შედეგად აზერბაიჯანმა გამოაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა.

დღეს მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა რეგიონს მასობრივად ტოვებს და სომხეთისკენ მიემართება – ამის შესახებ სომხური მხარის წარმომადგენლები იუწყებიან.

რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულთა შორის არიან ეთნიკური სომხები, რომლებიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ ყარაბაღში. ტრანსპორტის უქონლობის გამო, ხალხი ცდილობს გამოიყენოს ყველა არსებული შესაძლებლობა.

ლტოლვილები ძირითადად სტეფანაკერტის ცენტრალურ რეგიონში მიემართებიან. გაჭირვებულთათვის დროებითი განსახლების ცენტრები მოეწყო.  სომხეთის საზღვარზე სასწრაფო დახმარების მანქანები არიან მობილიზებულები.  სომხეთისკენ მიმავალი ყველა მისასვლელი გზა მანქანებით არის გადაჭედილი.
მონაცემები ლტოლვილთა რაოდენობის შესახებ მუდმივად ახლდება. არსებული ინფორმაციით, მთიანი ყარაბაღი ამ დროისთვის დაახლოებით 30 000-მა ადამიანმა დატოვა.

ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დაშლამდე, 1988 წელს დაიძაბა ურთიერთობა მთიან ყარაბაღში მცხოვრებ ეთნიკურ სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის, რაც უკავშირდებოდა ეთნიკური სომხების სურვილს, ავტონომია შეერთებოდა სომხეთს. ეთნიკური დაპირისპირება გასცდა მთიანი ყარაბაღის საზღვრებს და გავრცელდა სომხეთსა და დანარჩენ აზერბაიჯანში. მეტიც, იგი დაძაბულობიდან გადაიზარდა სრულმასშტაბიან სამხედრო კონფლიქტში, რომელიც გაგრძელდა 1994 წლამდე და დასრულდა სომხეთის (ე.წ. „არცახის“) გამარჯვებით. რეგიონი და მისი მიმდებარე ტერიტორია იძულებით დატოვა 700,000-ზე მეტმა აზერბაიჯანელმა, რის შედეგადაც დარჩენილი მოსახლეობის თითქმის 100%-ს შეადგენდნენ სომხები. ომის მიმდინარეობისას და მის შემდეგ სრულ განადგურდა აზერბაიჯანული სოფლებისა და ქალაქების უმრავლესობა, ხოლო ნაწილზე დასახლდნენ სომხური ეთნიკური ჯგუფის წევრები. 1994 წლიდან კონფლიქტი გადავიდა მიძინებულ (მაგრამ არა გაყინულ) რეჟიმში, რაც მნიშვნელოვანწილად რეგულირდებოდა ეუთო-ს მინსკის ჯგუფის მიერ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები