მაია სანდუ: მოლდოვის ხელისუფლებამ ჯერ კიდევ არ იცის, საიდან გაჩნდა დნესტრისპირეთში ჩამოვარდნილი რაკეტა

მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, ხელისუფლებამ ჯერ კიდევ არ იცის, საიდან გაჩნდა დნესტრისპირეთში ჩამოვარდნილი რაკეტა.

მისი თქმით, ყველაფრის მიუხედავად, დამნაშავე რუსეთია.

„აშკარაა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ადგილზე გადავამოწმოთ რა მოხდა, რადგან ეს მოხდა დნესტრისპირეთის რეგიონის ტერიტორიაზე, სადაც ჩვენს ინსტიტუტებს არ შეუძლიათ მომხდარის გამოძიება“, – დასძინა სანდუმ და დაადასტურა, რომ კიშინიოვმა შემთხვევის ადგილზე თავისი ინსპექტორების გაგზავნა გადაწყვიტა.

„როგორც არ უნდა იყოს, ეს ომის გამო მოხდა. ბომბები ცვივა იმიტომ, რომ უკრაინაში ომია, მაგრამ რუსეთმა დაიწყო ომი, ეს ყველასთვის გასაგებია“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები