დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირების გამო, დედაქალაქის საკრებულოს სხდომა შეწყდა

დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე „ქართული ოცნების – დემოკრატიული საქართველოს“ წევრი, კონსტანტინე ზარნაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, ირაკლი ეძგვერაძე ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ირაკლი ეძგვერაძემ სიტყვით გამოსვლისას ზარნაძეს „არარაობა“ უწოდა. ზარნაძემ საპასუხოდ ეძგვერაძის მისამართით დროშები ისროლა, რომელიც მაგიდაზე იყო განთავსებული.

ამ დროისთვის, სხდომაზე შესვენებაა გამოცხადებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები