რატომ ჰქვია რომის პაპის ბეჭედს „მეთევზის ბეჭედი“ და რაში მდგომარეობს მისი საიდუმლო?
„მეთევზის ბეჭედი“ რომის პაპის სამოსის განუყოფელი ატრიბუტია. ის არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე დიადემა. იგი არ გადაეცემა ერთი პაპიდან მეორეს, არამედ მზადდება ინდივიდუალურად თითოეული მათგანისთვის. რა საიდუმლოებებს მალავს ეს სიმბოლო და რატომ ჰქვია მას „მეთევზის ბეჭედი“?
კათოლიკური ეკლესიის მეთაური ქრისტეს ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მოწაფის, პეტრე მოციქულის მემკვიდრედ ითვლება. ნათლობამდე ის უბრალო მეთევზე იყო და ამ პროფესიის სახელწოდება მას მოგვიანებით, მეტაფორულად ერქვა. ქრისტიანობაში მოციქული მიჩნეულია „ადამიანთა სულების დამჭერად“, რომელიც აგროვებს ცოდვილებს და წარმართავს მათ ჭეშმარიტ გზაზე.
როგორც პეტრეს მიმდევარი, პაპი ასევე იჭერს ადამიანთა სულებს, რითაც ხელს უშლის მათ ცოდვებში ჩაძირვას. ამიტომაც მიიღო პაპის ბეჭედმა სახელი – „მეთევზის ბეჭედი“. მას ამშვენებს ჯვრის გამოსახულება და პეტრე მოციქული, რომელიც ზღვაში ბადეს ისვრის.
1842 წლამდე პაპის ბეჭედზე მისი სახელიც იყო დატანილი და მას წერილებისა და მნიშვნელოვანი დოკუმენტების დასადასტურებლად იყენებდნენ. „მეთევზის ბეჭედი“ სუფთა ოქროსგან მზადდებოდა და არჩეულ პაპს კორონაციის ცერემონიაზე გადაეცემოდა.
პაპის გარდაცვალების ან გადადგომის შემდეგ, მისი ბეჭედი ნადგურდება. ადრე ეს კეთდებოდა იმისთვის, რომ კარდინალებს საბუთებზე ბეჭდით დამოწმების პროცესი არ გაეყალბებინათ. დღესდღეობით, როდესაც ქაღალდი ისედაც აღარ არის ბეჭდით დამოწმებული, ეს მხოლოდ მნიშვნელოვან ტრადიციად იქცა.