კარნიქსი – ძველი კელტების ფსიქოლოგიური იარაღი
ძველ ომებში, ჩვეულებრივ იარაღთან ერთად, ხშირად იყენებდნენ ფსიქოლოგიურ იარაღს. საშიში გარეგნობის საგნები და მუსიკალური ინსტრუმენტები, რომლებიც საშინელ ხმებს გამოსცემდნენ, გავრცელებული იყო ევროპის, აზიისა და ამერიკის ჯარებში. ასეთი არალეტალური იარაღი განსაკუთრებით ეფექტური იყო, თუ ისინი დემონურ დიზაინს და განსაცვიფრებელ მოცულობას აერთიანებდნენ. სწორედ ასეთი იყო კარნიქსი – ძველი კელტების საბრძოლო ჩასაბერი ინსტრუმენტი.
მიუხედავად იმისა, რომ კარნიქსი კელტურ გამოგონებად ითვლება, ინსტრუმენტი ევროპის კონტინენტზე გავრცელდა. დანამდვილებით ცნობილია, რომ მას იყენებდნენ დაკიელები, რომლებიც თანამედროვე რუმინეთის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. არქეოლოგებმა შორეულ ინდოეთში, ერთ-ერთ ბუდისტურ ბარელიეფზე მსგავსი მილების გამოსახულებებიც აღმოაჩინეს.
კარნიქსის ძირში 3,5 მეტრზე უფრო გრძელი, ბრინჯაოს მილი იყო განთავსებული. მილის ძირში – მუნდშტუკი, ზემოდან კი, ერთგვარი ზარი, ხშირად ღორის თავის ფორმის. სამწუხაროდ, არც ერთი უძველესი კარნიქსი მთლიანად არ არის შემონახული. არქეოლოგებს ხელსაწყოს მხოლოდ ფრაგმენტები აქვთ ხელთ, მაგრამ მათი შესწავლისას მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ მისი ზედა ნაწილი აღჭურვილი იყო მოძრავი ენით, რომელიც ძლიერ ვიბრაციას ქმნიდა.
როგორ ჟღერდა კარნიქსი?
კარნიქსი დაკვრისას ვერტიკალურად ეჭირათ. იგი მეომრებზე მნიშვნელოვნად მაღალი იყო. ჩასაბერი ინსტრუმენტის ამოცანა ბრძოლის ველზე მაქსიმალური ხმაურის და ქაოსის შექმნა გახლდათ, რასაც წონასწორობიდან გამოჰყავდა მიუჩვეველი მტერი.
კარნიქსის ხმამ მართლაც მოქმედებდა მტრებზე. ამის შესახებ წერდა ბერძენი ისტორიკოსი პოლიბიუსი, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე II საუკუნეში ცხოვრობდა. ბერძენი გაოცებული დარჩა, როდესაც კელტური არმიის თავზე უამრავი სახიფათო მილი დაინახა. საყვირები ღრიალებდნენ და მათ ხმაში ორგანულად იყო ჩაქსოვილი მეომრების საომარი ძახილი. ეს ყველაფერი მრავალჯერ გააძლიერა ექომ და შექმნა აუტანელი, დეზორიენტირებული კაკაფონია.
რომაელმა ისტორიკოსმა, დიოდორუს სიკულუსმა ასევე აღნიშნა კელტური ჩასაბერი ინსტრუმენტების მკვეთრი, მძაფრი ხმა. ვინც პირველად წააწყდა კარნიქსების ღრიალს, ხმაურიანი ადგილის დატოვების ძლიერმა სურვილმა სძლია. რომაელი წერდა, რომ ეს ხმა იდეალური იყო მტრის რიგებში დაბნეულობის გამოსაწვევად.
იშვიათი არტეფაქტი
არცერთ მუზეუმს არ აქვს მთლიანად შემონახული კელტური კარნიქსი. ყველაზე სრულყოფილი ნიმუშია Deskford carnyx, ნაპოვნი შოტლანდიაში 1816 წელს. ინსტრუმენტი მოიცავს მილს და ღორის თავს, რამდენიმე ზარით.
ბოლოს კარნიქსი 2004 წელს აღმოაჩინეს. ასევე ნაპოვნი იყო დაზიანებული მუზარადები, ხმლები და ცხოველების ნაშთები. კარნიქსის გამოსახულებები ბევრად უფრო ხშირად გვხვდება.