ყოფილი მეფე, რომლის გახსენებაც არავის სურს – როგორ გადადგა ელისაბედ II-ის ბიძა ტახტიდან და ჰიტლერის მხარე დაიჭირა

ედუარდ VIII ბრიტანეთის მეფეა, რომელმაც ტახტი სიყვარულის გამო დატოვა. ნამდვილი ვაჟკაცური საქციელი აღტაცების ღირსია, მაგრამ ედუარდის ცხოვრებას კიდევ ერთი მხარე აქვს, სამარცხვინო და ბნელი.

ქალის სიყვარული და გერმანიის სიყვარული

ამერიკელ უოლის სიმფსონთან შეხვედრა ინგლისის მეფისთვის ყველა გაგებით მნიშვნელოვანი იყო. მისი რჩეული და მისი მოდის სალონის მფლობელი მეგობარი ემირალდა იმ კლუბის წევრები იყვნენ, რომელშიც გერმანიასა და ფიურერს ვნებიანად და ენთუზიაზმით განიხილავდნენ.

იქ ისინი აღფრთოვანებული იყვნენ გერმანიის გამოჯანმრთელებით პირველ მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ. მათ შთააგონებდათ მმართველის ქმედებები, რომელმაც ველური ინფლაცია და უმუშევრობა დაძლია და აქებდნენ ლიდერს, რომელმაც გერმანული იდეოლოგია ახალ დონეზე აიყვანა. ეს ადოლფ ჰიტლერის ერთგვარი ფანკლუბი გახლდათ.

უნდა ითქვას, რომ ედუარდ VIII-ს ბავშვობიდანვე უყვარდა გერმანია. აშკარად იგრძნობა მისი გერმანული ფესვები და ხშირი ვიზიტები კაიზერ ვილჰელმ II-სთან. მან მშვენივრად იცოდა გერმანული და თავისუფლად შეეძლო ჰიტლერთან თარჯიმნის გარეშე ურთიერთობა.

ასევე, იცოდა უოლისის დამოკიდებულება გერმანელი ლიდერების მიმართ, ამიტომაც მან თავისი საყვარელი რიბენტროპს გააცნო. ამბობენ, რომ მსახიობსა და გერმანელ დიპლომატს ინტიმური ურთიერთობა ჰქონდათ. გარდა ამისა, უოლისი რეგულარულად ურთიერთობდა ოტო ფონ ბისმარკსთან, მის მეუღლესთან და ჰიტლერის საყვარელ არქიტექტორ ალბერტ შპეერთან.

როგორ გაანადგურა უოლისმა საკუთარი და ჰიტლერის გეგმები

ადოლფ ჰიტლერმა, რომელიც გერმანიის ბატონობისთვის ემზადებოდა, გააცნობიერა, რომ მას მხარდაჭერა სჭირდებოდა ევროპაში და ყურადღება დაუთმო ედუარდს, როგორც ნაციზმის ერთგულ ადამიანს. შეიმუშავეს გეგმა, რომლის თანახმადაც, ედუარდი უნდა დაქორწინებულიყო გერმანელ პრინცესაზე, ვილჰელმ II-ის შვილიშვილზე, მაგრამ თავად მეფემ, უოლის სიმფსონზე დაქორწინების გარდა, ყოველგვარი იდეა უარყო.

ყველამ იცის ძირითადი ვერსია იმის შესახებ, თუ რატომ გადადგა ედუარდ VIII ტახტიდან:

„მე ვერ ვხვდები, როტომ უნდა ვატარო პასუხისმგებლობის მძიმე ტვირთი და სათანადოდ შევასრულო ჩემი სამეფო მოვალეობები საყვარელი ადამიანის დახმარებისა და მხარდაჭერის გარეშე.“

თუმცა, არის მეორე მხარეც… ბრიტანულმა დაზვერვამ იმჟამინდელი მეფის ნაცისტური განწყობები იცოდა და სასწრაფო ზომები მიიღო. ფორმალურად, ყველაფერი ისე გამოიყურებოდა, თითქოს კეთილშობილმა მეფემ სიყვარულის სახელით დატოვა ტახტი, რადგან პარლამენტმა სასურველი ქალის ცოლად შერთვის ნება არ მისცა. ფაქტობრივად, ბრიტანეთის მმართველმა ელიტამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ნაცისტების მეფეს ტახტი არ მოეპოვებინა.

გეგმავენ ტახტის დაბრუნებას

ბევრს მიაჩნდა, რომ ტახტიდან გათავისუფლებულ მეფეს არ სურდა მის ბედთან შეგუება და ჰიტლერის დახმარებით, ტახტის დაბრუნებას გეგმავდა. სწორედ ამით აიხსნება მისი მოგზაურობა გერმანიაში ქორწილის შემდეგ. ედუარდს ინგლისში აბსოლუტური მონარქიის დამყარება და პარლამენტის გაუქმება სურდა. ნაციზმისადმი მისი მიდრეკილების გათვალისწინებით, ეს ადოლფ ჰიტლერის იდეების სრულ თაყვანისცემას ნიშნავდა.

თუმცა, ამ გეგმას, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის, უილიამ ჩერჩილის გამჭრიახობისა და დაზვერვის კომპეტენტური ქმედებების წყალობით, ასრულება არ ეწერა. ბრიტანეთის მთავრობამ ედუარდი და უოლისი ბაჰამის კუნძულების სამართავად გაგზავნა, რითაც ჩერჩილმა, ფაქტობრივად, ქვეყანა გადაარჩინა. წყვილმა იქიდან დაბრუნება მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ შეძლო.

ეს სწორი გადაწყვეტილება გახლდათ. არ შემდგარმა მეფემ მოუწოდა გერმანიას, დაებომბა ბრიტანეთის კუნძულები, რათა ინგლისი დათანხმებოდა მშვიდობის ზავს. ეს ედუარდის წერილებიდან ურკვევა, რომლებიც მან თვის გერმანელ ანთესავებს მისწერა. გასაკვირი არ არის, რომ ბრიტანეთის მთავრობამ ეს წერილები დამალა და მათი ნაწილი მხოლოდ ახლო წარსულში გამომჟღავნდა.

გამოდის, რომ ლამაზ და კეთილშობილურ სასიყვარულო ისტორიას არასასიამოვნო მხარე აქვს. ედუარდ VIII-სა და უოლის სიმფსონის ურთიერთობაში არა მხოლოდ ერთმანეთის სურვილი, არამედ ფაშიზმის თაყვანისცემა და ამბიციური გეგმებიც შედიოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები