ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ჯერ კიდევ 1970-იან წლებში კოკაინი აბსოლუტურ ბოროტებად არ ითვლებოდა. რა თქმა უნდა, შეერთებულ შტატებში ამ სახიფათო ნარკოტიკების ყიდვა-გაყიდვა და გამოყენება უკანონო იყო, მაგრამ ის არ იყო სისხლისსამართლებრივი დანაშაული, როგორც – დღეს. ამის დასტური შეიძლება იყოს 1979 წლის „კოკაინის კალენდარი“.
ეს კალენდარი 1978 წელს სან-ფრანცისკოში ამერიკულმა გამოცემა Red Dog Productions-მა გამოუშვა. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ის წარმოადგენს იმ ეპოქის ძეგლს, როდესაც კოკაინის მოხმარებას ალკოჰოლიზმისა და ლუდომანიის მსგავსად უყურებდნენ.
მეტი რა გინდა? შეხედეთ – ახლა იყიდეთ და მიიღეთ!
ასეთ სარეკლამო სლოგანს აყოლებდა თან გამყიდველი ამ უჩვეულო კალენდარს. ბევრი ამერიკელისთვის და ევროპელისთვის, რომელთაც ახალგაზრდობის წლები 1960-იან და 1970-იან წლებში გაატარეს, ეს კალენდარი შესაძლოა იმ ეპოქის სასიამოვნო გახსენებაც იყოს, რომელიც სავსე იყო როკ-ენ-როლითა და თავისუფალი ურთიერთობებით თუმცა კოკაინი მაინც სხვა საქმეა…
1979 წლის „კოკაინის კალენდარი“ იმ შეცდომას გვახსენებს, რომელმაც გაანადგურა უამრავი ოჯახი და შეიწირა უამრავი სიცოცხლე.
კომენტარები
კომენტარი