რატომ გადის დრო ზრდასრულ ასაკში უფრო სწრაფად, ვიდრე ბავშვობაში

გაიხსენე შენი სკოლის დღეები და ის გაუთავებელი გაკვეთილები, რომლებიც თითქოს მუდამ გრძელდება… მართალია, რომ ახლა დრო გაცილებით სწრაფად მიფრინავს? აღარ გჭირდება დღეების მოუთმენლად დათვლა, სანამ დღესასწაული დადგება – ვერც კი შეამჩნევთ, როგორ გაივლის ისინი. თითქოს ჯერ კიდევ გუშინ მეგობრებთან ერთობოდი, დღეს კი, მათი შვილების დაბადების დღეებზე მიდიხარ. მაშ, რატომ მიიწევდა დრო ასე ნელა ადრე, მაგრამ ახლა თითქოს შენზე წინ მიფრინავს? მეცნიერები ცდილობდნენ ამ ფენომენის გაგებას და აი, რისი გარკვევა მოახერხეს:

ორი სიახლე გვაქვს თქვენთვის: კარგი და არც ისე კარგი… კარგი ამბავი ის არის, რომ საათის ისრები ასაკთან ერთად უფრო სწრაფად არ მოძრაობს. ცუდი ამბავი ის გახლავთ, რომ თქვენი აღქმა შეიცვალა.

ფიზიკოსმა, ადრიან ბეჟანმა დიუკის უნივერსი,ტეტიდან (აშშ), დროის ორ კომპონენტად დაყოფა შემოგვთავაზა. „საათის დრო“ ობიექტური დროა, რომელსაც საათზე ვხედავთ, „გონების დრო“ კი, დრო, როგორც ჩვენ აღვიქვამთ მას.

ბეჟანის თქმით, წლების განმავლობაში, ადამიანის დამოკიდებულება მის გარშემო მყოფი სამყაროს მიმართ, დროის ჩათვლით, ძალიან იცვლება. ბავშვობაში გვეჩვენებოდა, რომ დღეები გაცილებით გრძელი იყო იმის გამო, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ბავშვის ცნობისმოყვარე გონებამ უამრავი შთაბეჭდილება მიიღო და მანამდე უცნობი რამეები შეიტყო. „დაბერებული“ გონება ვერ ამუშავებს ინფორმაციას ისე სწრაფად, როგორც ბავშვის გონებას შეუძლია. ამიტომ, გონებრივი სურათების აღქმის სიჩქარე ყოველწლიურად მნიშვნელოვნად მცირდება.

ადრიან ბეჟანის ვარაუდი შეიძლება დადასტურდეს ოფთალმოლოგიური თვალსაზრისითაც. ადამიანის თვალები მუდმივად მოძრაობაშია და როგორც კი დაასრულებენ ერთი სურათის დამუშავებას, მაშინვე გადადიან მეორეზე. ამ მოძრაობებს საკადები ეწოდება, ხოლო მათ შორის ხანმოკლე პაუზებს, რომელთა დროსაც თვალი ყურადღებას გარკვეულ გამოსახულებაზე ამახვილებს – ფიქსაცია.

Фотография: Ученые выяснили, почему во взрослом возрасте время идет быстрее, чем в детстве №4 - BigPicture.ru

ასე რომ, ზრდასრული ადამიანის თვალი წამში, საშუალოდ, სამიდან ხუთამდე საკადურ მოძრაობას აკეთებს, ფიქსაციებით, რომლებიც 200-300 მილიწამის განმავლობაში გრძელდება. ბავშვებში „პაუზები“ საკადებს შორის გაცილებით ხანმოკლეა, ასე რომ, იმავე პერიოდში მათ თვალებს უფრო დიდი რაოდენობის სურათების „წაკითხვა“ შეუძლიათ.

ეს აიხსნება იმით, რომ წლების განმავლობაში ადამიანის ტვინი ბადურის მიერ მისთვის გადაცემულ ინფორმაციას უფრო ნელა ამუშავებს. მარტივი სიტყვებით, ეს პროცესი გარკვეულწილად შენელებულ ფოტოგრაფიას წააგავს. ადამიანის თვალი მუდმივად იღებს სხვადასხვა კადრებს და მათ „დასამუშავებლად“ ტვინში აგზავნის.

ბავშვებს ბევრად უფრო მოკლე პაუზები (ფიქსაციები) აქვთ კადრებს შორის, ვიდრე მოზრდილებს. ამიტომ, მოზარდები განსხვავებულად აღიქვამენ იმას, რაც ხდება და მოვლენები, რომელთა ჩამახსოვრებსაც ახერხებენ „კადრებს“ შორის, ქმნის ილუზიას, რომ დრო უფრო სწრაფად გადის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები