ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი მთავრობის სახელით, კიდევ ერთხელ მინდა, გამოვხატო ჩვენი სამძიმარი და გურიაში დაღუპულთა ოჯახებს მინდა, ვუთხრა, რომ მაქსიმალურად დავეხმარებით ყველას
ჩვენი მთავრობის სახელით, კიდევ ერთხელ მინდა, გამოვხატო ჩვენი სამძიმარი და გურიაში დაღუპულთა ოჯახებს მინდა, ვუთხრა, რომ მაქსიმალურად დავეხმარებით ყველას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერმინისტრის თქმით, გურიაში დიდი ტრაგედია დატრიალდა და ეს ძალიან დიდი გამოწვევა იყო ჩვენი ქვეყნისთვის.
„კიდევ ერთხელ მინდა, მივუსამძიმრო გურიაში დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს, ყველას – თქვენ, ჩვენს საზოგადოებას. დიდი ტრაგედია დატრიალდა გურიაში. ამ სტიქიურმა უბედურებამ შეიწირა 2 ახალგაზრდა ბავშვის სიცოცხლე და ერთი ხანდაზმული ქალბატონი შეეწირა. ჩვენი მთავრობის სახელით კიდევ ერთხელ მინდა, გამოვხატო ჩვენი სამძიმარი და ვუთხრა ოჯახებს, რომ ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით ყველას. მართლაც ძალიან დიდი გამოწვევა იყო ჩვენი ქვეყნისთვის”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.