შავი ზღვის აკვატორიაში ნატოს ორი ხომალდი შემოვიდა
შავი ზღვის აკვატორიაში ნატოს ორი საბრძოლო ხომალდი შემოვიდა. კანადური ფრეგატი “ტორონტო” და ესპანური “ალმირანტე ხუან დე ბურბონი” საერთაშორისო სწავლებებში მიიღებენ მონაწილეობას. რამდენიმე დღის წინ შავ ზღვაში უკვე შემოვიდა ნატო-ს ორი ხომალდი. ამერიკული და ფრანგული გემები უკრაინას უახლოვდებიან.
სწავლებებში მონაწილეობას თურქული, რუმინული და ქართული კატერებიც მიიღებენ.
ხომალდებს სწავლებების დროს, რუმინული ქალაქი კონსტანცას პორტთან ერთად, ოდესის პორტის გამოყენების საშუალებაც ექნებათ.