სახალხო დამცველმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალური საცხოვრისები დაათვალიერა

2023 წლის 9 სექტემბერს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალური საცხოვრისები დაათვალიერა, – ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

“ოზურგეთისა და სოფელ მერიის საცხოვრისების ძირითად პრობლემას გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა წარმოადგენს, წვიმის შედეგად იტბორება სარდაფები, დაზიანებული ფასადების გამო ინესტება საცხოვრებელი ოთახები, სადაც ასთმით დაავადებული მცირეწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ.

საცხოვრისებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებიც ცხოვრობენ, თუმცა შენობის როგორც შიდა, ისე გარე პერიმეტრი არ არის ადაპტირებული მათთვის.

ოზურგეთის საცხოვრისში წლებია, უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობენ ომის ვეტერანები, ხანდაზმულები, საბუთების არ მქონე პირები, რომლებიც ვერ სარგებლობენ სახელმწიფო სერვისებით.

სახალხო დამცველს შეფასებით, სოციალური საცხოვრისების საკითხი მწვავედ დგას ჩვენ ქვეყანაში და მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან მოხდეს დროული რეაგირება აღნიშნულ გამოწვევაზე”, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები