ჩაკ ჰეგელი ქართველ სამხედროებს და ამერიკელ საზღვაო ქვეითებს შეხვდა

  საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ ესტუმრა. საპატიო სტუმარსა და ამერიკულ დელეგაციას „კრწანისში“ მასპინძლობა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა გაუწიეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ამერიკელი კოლეგა ქართველ სამხედროებს წარუდგინა და ჩაკ ჰეგელს საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა. აშ-ის თავდაცვის მდივანმა ქართველ სამხედრო მოსამსახურეებსა და ამერიკელ საზღვაო ქვეითებს სიტყვით მიმართა. მან განსაკუთრებული მადლიერებით აღნიშნა ქართველი სამხედროების მიერ საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში შეტანილი წვლილი და ქართველი ხალხის მიერ გაღებული მსხვერპლი.
სიტყვით მიმართვის შემდეგ, ჩაკ ჰეგელმა ქართველი სამხედროსა და ამერიკელ საზღვაო ქვეითის შეკითხვებს უპასუხა.
ღონისძიების დასასრულს, საპატიო სტუმარმა ქარველ და ამერიკელ სამხედროებს საჩუქრად აშშ-ის თავდაცვის მდივნის მედალიონები გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები