მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე Imagine Dragons-ის კონცერტი დაიწყო (ვიდეო)

თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე Imagine Dragons-ის კონცერტი დაიწყო. გრემისა და არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი მუსიკოსები კონცერტზე თავის ყველაზე ცნობილ ჰიტებს შეასრულებენ. Imagine Dragons-ის კონცერტზე მოთხოვნა იმდენად მაღალი იყო რომ ყველა ბილეთი დადებიდან რამდენიმე საათში გაიყიდა.

სცენასთან ადგილის დასაკავებლად მსმენელმა შეკრება კონცერტის დაწყებამდე 5 საათით ადრე დაიწყო, მათ გართობაზე კი თავად Imagine Dragons-ის მიერ შერჩეული ქართული ჯგუფი Killages ზრუნავდა. მესხის სახელობის სტადიონზე მიღებულია დაცვის უპრეცედენტო ზომები, ტერიტორიაზე მოსახვედრად კი რამდენიმე სპეციალური შესასვლელი მოეწყო.

4731E818-D7BC-4D28-A841-B4DD386F7753

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები