თბილისში შოვის ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილებს გლოვობენ – გიორგი დუდაშვილის დაღუპული ოჯახის წევრები დღეს ქაშუეთის ტაძრიდან გაასვენეს

შოვში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთაგან კიდევ ოთხი ადამიანი დაკრძალეს – ნატო ჭელიძე და მისი სამი შვილი: ლუკა, ანდრია და ანასტასია დუდაშვილები.

მანამდე ქაშუეთის ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს მიუსამძიმრეს მმართველი გუნდის ლიდერებმა.

რაჭაში, შოვში მჟავე წყლებთან მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის შედეგად გარდაცვლილი 31 მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი, მათგან 29 იდენტიფიცირებულია. 2 ადამიანის საძიებო სამუშაოები კი კვლავ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები