საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების პარლამენტების ლიდერებს შეხვდა

 სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების საპარლამენტო ასამბლეის (AIPA) 44-ე გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობდა, აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების პარლამენტების ლიდერებს შეხვდა, ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს. 

ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა ორმხრივი შეხვედრები AIPA-ს წევრი პარლამენტების დელეგაციებთან, მათ შორის ფილიპინების პარლამენტის ვიცე-სპიკერთან, ინდონეზიის, ლაოსისა და ვიეტნამის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებთან და კამბოჯასა და სინგაპურის პარლამენტების დელეგაციების ხელმძღვანელებთან. ასევე, გაიმართა საპარლამენტო ისტორიაში პირველი ორმხრივი შეხვედრა ტიმორ ლესტეს პარლამენტის თავმჯდომარესთან.

შეხვედრებზე განიხილეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის არსებული მდგომარეობა და სამომავლო პესპექტივები ეკონომიკური, სავაჭრო, საგანმანათლებლო, კულტურული და სხვა მიმართულებებით. ხაზი გაესვა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში.

 ნიკოლოზ სამხარაძემ მადლობა გადაუხადა კოლეგებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის, საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს პოზიციის გაზიარებისთვის და საქართველოს პარლამენტის ასეანი-ს საპარლამენტო ასამბლეაში დამკვირვებლად მიწვევისათვის, რაც მნიშვნელოვანი პლატფორმაა როგორც ორმხრივი ასევე მრავალმხრივი თანამშრომლობის განსავითარებლად”,- აღნიშნულია ინფორმაციაში. 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები