რუსეთის ჯარები ზაპოროჟიეში საცხოვრებელ ზონას თავს დაესხნენ, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
„ზაპოროჟიე. რუსი ტერორისტების მორიგი თავდასხმა. სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება. ყველა დაზარალებულს საჭირო დახმარებას გაუწევენ. რუსეთის ეს სამხედრო დანაშაული აუცილებლად მიიღებს სასჯელს და პასუხი რუს ტერორისტებზე წინა პლანზე იქნება – ჩვენი გმირი მეომრების წყალობით“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზაპოროჟიეს რაიონში 19:40-იდან 20:25 საათამდე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული.