იტალიის სანაპიროსთან 40-ზე მეტი მიგრანტი დაიღუპა
იტალიის კუნძულ ლამპედუზასთან 40-ზე მეტი მიგრანტი ნავის გადაბრუნების შედეგად დაიღუპა, რომლებიც ტუნისის ქალაქ სფაქსიდან მიემართებოდნენ.
ამის შესახებ Ansa წერს.
ინციდენტი გასულ კვირას მოხდა.
ცნობილია, რომ შემთხვევას ოთხი ადამიანი გადაურჩა – სამი მამაკაცი და ერთი ქალი. შესაბამისმა სტრუქტურებმა მათგან შეიტყვეს, რომ ნავში სულ 45 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 3 ბავშვი.
მედიის ინფორმაციით, გადარჩენილებმა რამდენიმე საათი წყალში გაატარეს, ვიდრე ძრავის გარეშე, მიტოვებული ნავი იპოვეს. მასზე კიდევ ოთხი დღე გაატარეს. შემდგომ, ისინი სატვირთო გემმა აღმოაჩინა და ლამპედუზას სანაპირო დაცვას აცნობა.