სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო ალტერნატიული გზა, რომელმაც მჟავე წყლებთან მიახლოების საშუალება მოგვცა – ირაკლი ქარსელაძე

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოები მედიასთან შეაჯამა.

„გუშინ დაიწყო ხიდის გადმოზიდვა, აეწყო და დღეს მონტაჟდება. წაღებული იყო ორი ხიდი. ერთი ხიდი, რომელიც ყველაზე კრიტიკული იყო გეგმის მიხედვით, იმ ვადაში დამონტაჟდა, რამაც მოგვცა შესაძლებლობა რომ სტიქიის ზონაში დიდი რაოდენობით ტექნიკა გადაგვეყვანა. ახლა ეწყობა მეორე ხიდი.

სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყო ალტერნატიული გზა, რომელმაც საშუალება მოგვცა მჟავე წყლებთან მიახლოების და უკვე მჟავე წყლებიდან მდინარის ფონით გადავედით საპირისპირო მხარეს და მოგვცა შესაძლებლობა, რომ მდინარე, რომელიც მჟავე წყლების ტერიტორიაზე მიედინებოდა თავის ნამდვილ კალაპოტს დაუბრუნდა და მჟავე წყლების არეალის დამუშავება გახდა შესაძლებელი“, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები