მეწყრული პროცესების გააქტიურების ნიშნები – როგორ მოვიქცეთ, თუ სტიქია გვიახლოვდება

მეწყერი – გეოლოგიური მოვლენა, რაც გულისხმობს ფერდობზე სხვადასხვა ფაქტორის ზემოქმედებით მიწის მასის გადაადგილებას. საქართველოს რთული რელიეფური, გეოლოგიური და კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ქვეყანაში სტიქიური გეოლოგიური მოვლენები შესაძლოა, დიდი მასშტაბებით და განმეორებითობის რისკით გამოირჩეოდეს.

მეწყრის ჩამოწოლა შესაძლოა, განაპირობოს მიწისძვრამ, გრუნტის წყლების რეჟიმის დარღვევამ, უხვმა ნალექმა, მდინარის სათავეში არსებული მყინვარის მასშტაბურმა ლღობამ და ადამიანის მიერ არასწორად ჩატარებულმა საინჟინრო – სამეურნეო სამუშაოებმა.

მეწყრული პროცესების გააქტიურების ნიშნები:

  • კარი და ფანჯრები იჭედება, თავისუფლად აღარ იხურება
  • მიწის ზედაპირზე და შენობებზე ჩნდება ბზარები და ნაპრალები
  • ფერდობებზე გამოწეულია ნიადაგი
  • ისმის ხეების და ტოტების მტვრევის ხმა, ჩნდება წყლის ნაკადისისთვის დამახასიათებელი გაძლიერებული ხმა

მეწყრის აღწერილი ნიშნების გამოვლენისას:

  • აცნობეთ შესაბამის ორგანოებსა და დეპარტამენტებს, დარეკეთ 112-ში
  • გამორთეთ ელექტროენერგია, წყალი, გაზი;
  • ამოიღეთ აალებადი და ტოქსიკური ნივთიერებები სახლიდან;
  • შეძლებისდაგვარად, წადით უსაფრთხო ადგილას;
  • შეზღუდეთ გადაადგილება რისკის ზონაში.
  • უმჯობესია, თუ წაიღებთ პირველადი მოხმარებისა და სხვა აუცილებელ ნივთებს. რა თქმა უნდა, გააჩნია მეწყრული პროცესის აქტივიზაციის ხარისხის დონეს.

მეწყერი ყველაზე ხშირად ხდება მდინარეების ნაპირებზე, წყალსაცავებსა და მთის ფერდობებზე. ისინი შეიძლება, აღმოჩნდეს ყველა ფერდობზე, მაგრამ თიხნარ ნიადაგებზე ბევრად უფრო ხშირად ხდება (ამისთვის საკმარისია ქანების მომატეული ტენიანობა), ამიტომ, ისინი ძირითადად გაზაფხულზე და ზაფხულში ხდება.

თუ არსებობს ნგრევის, ღვარცოფის, მეწყერის საფრთხე და გაქვთ დრო ევაკუაციისთვის, მჭიდროდ დახურეთ კარი, ფანჯრები, ვენტილაცია და ამოქოლეთ სხვა ღია სივრცეები.

მეწყრების და ღვარცოფების დასრულების შემდეგ, საკუთარ სახლებში დაბრუნებამდე აუცილებელია, დარწმუნდეთ, რომ განმეორებით საფრთხე არ არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები