“დაახლოებით 10 კაცია დარჩენილი და ელოდებიან ვერტმფრენს” – შოვიდან ევაკუირებული მოქალაქე

ქალი, რომელიც შოვიდან მცირეწლოვან შვილთან ერთად ვერტმფრენმა გამოიყვანა, აცხადებს, რომ ევაკუირებას კიდევ 10 ადამიანი ელოდება.

„შვიდ საათზე მოვიდნენ და გადმოგვიყვანეს. დაახლოებით, 10 კაცია დარჩენილი და ელოდებიან ვერტმფრენს. დაკარგულებზე არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. ჩვენც გაუგებრობაში ვართ“, – აცხადებს ქალი.

სტიქიის ზონიდან ამ დროისთვის 130-ზე მეტი მოქალაქე გამოიყვანეს. ვერტმფრენმა ამ დროისთვის რვა საევაკუაციო რეისი შეასრულა. ვერტმფრენი კვლავ გაემართა სტიქიის ზონაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები