ზუგდიდში თხილის საწარმოს ცეცხლი გაუჩნდა

ზუგდიდში, დგებუაძის ქუჩაზე მდებარე თხილის საწარმოს ცეცხლი გაუჩნდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.

როგორც “კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

გავრცელებული ინფორმაციით, დამწვარია შენობის ნაწილი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ჯერჯერობით უცნობია ზარალის ოდენობაც. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები