ბესიკ ამირანაშვილმა სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ბესიკ ამირანაშვილის ხელმძღვანელობით, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო თათბირი გაიმართა.

სამუშაო თათბირზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, მათ შორის:

  • რეგიონის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათი შესრულების ვადები გეგმა-გრაფიკთან მიმართებაში;
  • მიუსაფარი ცხოველებისთვის ინტერმუნიციპალური თავშესაფრის აშენების საჭიროება

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში 6-ვე მუნიციპალიტეტის მერთან გამართულ შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე – დავით ვარდიაშვილი, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელი – მარინა გაჩეჩილაძე, ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი – სოსო ალიბეგაშვილი და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე – დავით ლომიძე ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები